workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდის დაბრუნდება რობერტ ლევანდოვსკი?

როდის დაბრუნდება რობერტ ლევანდოვსკი?

“ბარსელონა” გადატვირთულ კალენდარს გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, რობერტ ლევანდოვსკის გარეშე უმკლავდება. “ბლაუგრანას” გამოცდილი პოლონელი თავდამსხმელი კიდევ რამდენიმე მატჩში არ ეყოლება.

ლევანდოვსკიმ ტრავმა 19 აპრილს “სელტასთან” თამაშში (4-3) მიიღო, რის გამოც მან “მალიორკასთან” და “რეალ მადრიდთან” გამართული შეხვედრები უკვე გამოტოვა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, კიდევ რა დრო დასჭირდება 36 წლის შემტევის გამოჯანმრთელებას.

პოლონური Meczyki-ს ინფორმაციით, ლევანდოვსკის მკურნალობის პროგრესის შესაფასებლად და დაბრუნების სავარაუდო თარიღის განსასაზღვრად დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.

ცნობილია, რომ რობერტი ხვალ “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში არ იქნება. მეტიც – AS იუწყება, რომ ლევანდოვსკის “ვალიადოლიდთან” და “ინტერთან” განმეორებითი თამაშის გამოტოვებაც მოუწევს.

“ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ რობერტ ლევანდოვსკი 11 მაისს გასამართი “ელ კლასიკოსთვის” მზად იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 03 მაი 2025, 16:58
    #10

    ისე რაც ამას ზურგიდან ურტყავენ, კიდე როგორ დგას ფეხზე.

  • Sab3x
    schedule 30 აპრ 2025, 01:51
    #9

    აბა ხელი მოისვი ადმინ? ჯერ ამდენი უაზრო რეკლამა და მერე ამის ტყუილად გახსნა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 29 აპრ 2025, 21:40
    #8

    რეალთან და ლიგის ფინალისთვის მაინც უნდა დაბრუნდეს ფორმაში მყოფი. მანამდე კი ფერანის იმედზე ვართ, წინაზე ვთქვი კარიერის საუკეთესო თამაშები უნდა დადოს მეთქი და რეალთან მართლა მაღალ დონეზე ითამაშა, ახლა ინტერთანაც იგივე და უფრო მეტი გვჭირდება

  • ზებულონი
    schedule 29 აპრ 2025, 20:48
    #7

    ფერან ტორესმა უნდა შეძლოს და დაუმტკიცოს ფლიკს რომ უმაღლესი დონის ფორვარდია.ამის პოტენციალი აქვს.ვერავინ წარმოვიდგენდი ამას ფერანზე ვიტყოდი.მაგრამ რელთან თამაშის მერე დავრწმუნდი ამ კაცს შეუხლია ცივსისხლიანი იყოს

  • La Pulga10
    schedule 29 აპრ 2025, 18:04
    #6

    ფერან ან გახდი ლეგენდა ან დარჩი ყვერანად

  • Rick Sanchez
    schedule 29 აპრ 2025, 15:43
    #5

    ინტერთან ძალიან დაგვაკლდება, მახსოვს ორი წლის წინ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო წუთებში დუბლი მიარჭო ლევანდოვსკიმ ამათ, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა მაინც ჯგუფიდან გასასვლელად.

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2025, 15:17
    #4

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: me da barca
    —— ევროპაში და განსაკუთრებით ესპანეთში დენის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. ჯერ ხაკერული თავდასხმა ეგონათ, ახლა კი წერენ მიზეზი იშვიათი ატმოსფერული მოვლენები არისო.
    ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების გამო ესპანეთში მოხდაო ,,ანომალური ცვლილებები" მაღალი ძაბვის ხაზებზე, რამაც გამოიწვიაო გაერთიანებული ევროპის ელექტრო მომარაგების დარღვევა. ამის გამოსწორებას 1 კვირა დასჭირდებაო.
    იმედია ეს ხვალინდელ თამაშზე არ იმოქმედებს და არ გადაიდება.


    გენერატორი როგორ არუნდა ჰქონდეთ ამხელა კლუბია რამეს იზამენ


    არ ვიცი რას იზამენ, ან რა სიმძლავრის გენერატორი ეყოფა სტადიონის განათებას, მაგრამ ესპანეთში და პორტუგალიაში, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა ეს ფაქტია. უფრო რეალურად მიმაჩნია, რომ სხვა ქვეყნები მიაწვდიან დენს.

  • CHEPE
    schedule 29 აპრ 2025, 14:01
    #3

    ციტატა: me da barca
    —— ევროპაში და განსაკუთრებით ესპანეთში დენის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. ჯერ ხაკერული თავდასხმა ეგონათ, ახლა კი წერენ მიზეზი იშვიათი ატმოსფერული მოვლენები არისო.
    ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების გამო ესპანეთში მოხდაო ,,ანომალური ცვლილებები" მაღალი ძაბვის ხაზებზე, რამაც გამოიწვიაო გაერთიანებული ევროპის ელექტრო მომარაგების დარღვევა. ამის გამოსწორებას 1 კვირა დასჭირდებაო.
    იმედია ეს ხვალინდელ თამაშზე არ იმოქმედებს და არ გადაიდება.


    გენერატორი როგორ არუნდა ჰქონდეთ ამხელა კლუბია რამეს იზამენ

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2025, 13:44
    #2

    —— ევროპაში და განსაკუთრებით ესპანეთში დენის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. ჯერ ხაკერული თავდასხმა ეგონათ, ახლა კი წერენ მიზეზი იშვიათი ატმოსფერული მოვლენები არისო.
    ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების გამო ესპანეთში მოხდაო ,,ანომალური ცვლილებები" მაღალი ძაბვის ხაზებზე, რამაც გამოიწვიაო გაერთიანებული ევროპის ელექტრო მომარაგების დარღვევა. ამის გამოსწორებას 1 კვირა დასჭირდებაო.
    იმედია ეს ხვალინდელ თამაშზე არ იმოქმედებს და არ გადაიდება.

  • alwaysculerr
    schedule 29 აპრ 2025, 13:23
    #1

    ფერანმა უნდა იკაცოს ახლა