მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტო კარლოსი: “”ანჟი” მესის შეძენაზე ოცნებობს”

რობერტო კარლოსი: “”ანჟი” მესის შეძენაზე ოცნებობს”

რობერტო კარლოსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობა ლიონელ ანდრეს მესის შეძენაზე ოცნებობს. ექს-მადრიდისტამ პრესის წარმომადგენლებს ასევე ესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთში კარიერის გაგრძელება.

 

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, მან საკუთარი სამშობლო ძალადობის და გულშემატკივრების მხრიდან გამოთქმული მუქარების გამო დატოვა. “გულშემატკივრები მემუქრებოდნენ, ამიტომ ყველაფრის მიტოვება გადავწყვიტე. ამ დროს მივიღე შემოთავაზება “ანჟის” მფლობელის, სულეიმან კერიმოვის მხრიდან და დავთანხმდი.”

 

როგორც ჩანს, კერიმოვი არ კმაყოფილდება თავის გუნდში მოთამაშე “ვარსკვლავების” რაოდენობით და გუნდის გაძლიერებას გეგმავს. კარლოსის თქმით, “ანჟის” მეპატრონე მესის შეძენაზე ოცნებობს: “სულეიმან კერიმოვმა სამი ფეხბურთელი დაასახელა: ნეიმარი (“სანტოსი”), მესი (“ბარსელონა”) და ეტო’ო.” – განუცხადა კარლოსმა CNN-ს. “ეტო’ომ ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, დამირეკა. მე მას ავუხსენი კლუბის სტრუქტურა, რა როლი დაეკისრებოდა მას ახალ გუნდში და რომ ჩვენთან ყოფნით თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა, ვიდრე “ინტერში”. ის დათანხმდა. ახლა დანარჩენი ორის მოლოდინში ვართ.”

 

კარლოსის თქმით, “ანჟის” მეპატრონეს კარგად ესმის, რომ თუ მაღალ დონეზე წარმატების მიღწევა სურს გუნდს, მაშინ მის რიგებში ხუთი ან ექვსი ვარსკვლავი მაინც უნდა თამაშობდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში