”ბარსას” მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ”პლზენთან” მატჩში მისმა გუნდმა არ უნდა გაუშვას 1/8 ფინალში ასპარეზობის შანსი. ”ამის შემდეგ პირველი ადგილის დაკავებას შევეცდებით” – დაამატა გვარდიოლამ.
”ბარსელონას” მწვრთნელმა განაცხადა: ”ჩეხების დამარცხება ორი ტურით ადრე ჯგუფიდან გასვლის გარანტი იქნება”. ამიტომაც პეპი თვლის, რომ ”ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ამის შემდეგ ”მილანთან” და ”ბატესთან” მატჩებში პირველი ადგილის დაკავებას შევეცდებით” – დაამატა მან.
”პლზენთან” მატჩში ”ბარსელონამ” კიდევ ორ მიზანს შეიძლება მიაღწიოს: გაიმარჯვოს ჯგუფის მე-4 მატჩში (რაც გვარდიოლას დროს გუნდს არ გაუკეთებია) და მოიპოვეს 2 გამარჯვება მე-3 და მე-4 ტურის მატჩებში ერთი გუნდის წინააღმდეგ. ”ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ასპარეზობა და ასეთი შანსი უნდა გამოვიყენოთ. ასეთ საკითხებს რაც უფრო ადრე მოითავებ უკეთესია” – განაცხადა პეპმა.
”საუკეთესო გამოცდა, რათა გავხდეთ უკეთესები”
”ბარსას” მწვრთნელმა აღიარა: ”პლზენი” არის გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი გვარბენინა. წინა მატჩი დაგვეხმარება ამ მატჩზე უკეთასად მოსამზადებლად. ჩემპიონთა ლიგაში ყველა ძლიერი, ფიზიკურად ძლიერი გუნდები არიან. ვფიქრობ, რომ ეს მატჩი გამონაკლისი არ იქნება. ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა ჩრდილოეთის გუნდებთან თამაში. ეს მატჩი იქნება გამოცდა წინსვლის შესაძლობლობებისთვის. ყველა ჯერზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, უნდა ვიყოთ უფრო საიმედოები და ვიყოთ საუკეთესო გუნდი”.
200 მატჩი ”ბარსას” მესაჭედ
დღევანდელი მატჩი გვარდიოლასთვის მე-200 იქნება ”ბარსელონას” მწვრთნელის რანგში: ”ამაყი ვარ იმით, რომ ამდენი ხანია აქ ვიმყოფები.ძალიან ვამაყობ იმით, რომ ვწვრთნიდი და ვწვრთნი ამ ფეხბურთელებს, პირველიდან უკანასკნელამდე. მათთან ერთად მე გავიზარდე, როგორც მწვრთნელი. როცა 15 შესაძლოდან 12 ტიტულს იგებ ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა მატჩებს აგებ”.
პეპი თვლის, რომ შეფასებების გაკეთება საჭირო არ არის: ”ჯერ არ არის იმის დრო, რომ მომხდარს შეფასება გავუკეთოთ. არის დრო, როცა ყველაფერი ცუდისკენ მიდის და ყველაფერი რთულდება. ამაყი ვარ აქ გატარებული დროით, რადგან ჩავატარე ამდენი წარმატებული მატჩი და ხალხს ბედნიერ ვხდიდი. როცა წავალ უფრო მეტი დრო მექნება, რომ ანალიზი გავუკეთო იმას, თუ რა ხდებოდა” – განაცხადა მან.
რაც შეეხება ”მალიორკასთან” მატჩში ჩავის არყოფნას, პეპმა განაცხადა: ”ორი წლის წინ ”ვილიარეალთან” მატჩში ის ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მაინც თამაშობდა. მას ტრავმა არ აქვს, ის უბრალოდ დაიღალა დატვირთული გრაფიკის გამო. ახლა ის უკეთაა და გადავწვეტთ, ითამაშებს თუ არა ”პლზენთან”.
ალექსისი – ”ცუდი პაციენტი”
ბოლოს კი პეპმა სანჩესის სიტუაცია აღწერა: ”ალექსისი ძალიან ცუდი პაციენტია. ის ძალიან კარგად თამაშობს და საერთოდ ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ მას არ მოსწონს თამაშგარეში ყოფნა. თამაში მისი ცხოვრების ნაწილია. მას ძალიან რთული ტრავმა ჰქონდა. ის 2 თვე იყო მინდორს მიღმა და არ გვსურს, რომ სიჩქარემ ახალ ტრავმამდე მიგვიყვანოს, თუმცა მისი პროგრესი საკმარისად პოზიტიურია”.