ბარსელონა ლა ლიგის 23-ე ტურში სევილიას დაუპირისპირდა და 4-1 გაანადგურა.
ბარსას მხრიდან გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერმინ ლოპესმა, რაფინიამ და ერიკ გარსიამ გაიტანეს, სევილიელთა რიგებიდან კი ერთადერთი გოლი რუბენ ვარგასმა შეაგდო.
ჰანსი ფლიკის გუნდი ამ მოგების შემდეგ 48 ქულით მე-3 ადგილზეა: ბარსელონა ატლეტიკოს 1 ქულით ჩამორჩება, რეალ მადრიდს კი – ორით.
“ბლაუგრანას” პრიმერა დივიზიონში მომდევნო მატჩი 17 თებერვალს, რაიო ვალიეკანოს წინააღმდეგ ელის. ეს შეხვედრა ბარსელონაში გაიმართება.




რაიოს მაგრა აქვს აკრეფილი და ძალიან ფრთხილად მოქცევა გვმართებს იმედია ფლიკი დიდ როტაციას არ მიმართავს. მადრიდული გუნდია ბოლო-ბოლო.
მადრიდზე გამახსენდა გუშინდელ დერბიში, რეალის მედია შესვენებაზევე ჩართულა ბოლო ხმაზე. ყველა მადრიდელი სპორტული "ავტორიტეტი" შეთანხმებულან რო რეალის წინააღმდეგ მსაჯების შეთქმულება მიდისო. პენალტი მოგონილი იყოო.
მთავარი კი დაავიწყდათ ეს რეალის კარში დანიშნული პირველი პენალტი იყო(ლა ლიგაში) თვითონ კი 10 პენალტი აქვთ დარტყმული. რავიცი რაღა კომენტარი უნდა ამას მაფიოზა პერესი ყველაფერს აკეთებს რო მისი გუნდის უსახური თამაში სხვებს დააბრალოს. პერესის მაფიოზობაზე კიდევ ბევრ საინტერესოს ფაქტს მოვიყვან შემდგომში.
აუ ძაან ტვინს <<ცენზურის დარღვევა>> ავთ უკვე ამ თქვენი რეკლამებით. 10 ჯერ გავთიშე ერთი სტატია რომ წამეკითხა. რამ გაგამწარათ ესე? შეაზიზღებთ ადამიანს შემოსვლას
ატლეტიკომდე 4 ივე უნდა მოვიგოთ,სანამ ლიგა მოვა
ტრავმებზე რა ისმის ეგ არის საინტერესო ! ჩვენი სკამის შემხედვარე მნიშვნელოვანია ეგ ამბავი
შემოიყვანა კუბარსი და ტიპმა საგოლე გადაცემა გააკეთა. შემოიყვანა ლოპესი წამებში გოლი გაიტანა. შემოიყვანა გარსია და იმანაც გაიტანა. ამას ალბათ აკვირდებით ხო? სხვისი არ ვიცი მაგრამ მეორე ტაიმი რომ დაიწყო აშუშენია მქონდა რომ სწრაფ გოლს გაიტანდნენ და მინიმუმ 3-1 მოიგებდნენ. მანქანაა ეს კაცი, იცის რა ესმის! ყოჩაღ ფლიკ და ბიჭებს❤️ ვამოს ა განარ !!!!
პირველი ტაიმის მერე ნამდვილად არ მეგონა თუ ეს თამაში 1:4 დამთავრდებოდა.
რაიოსაც მოვუგოთ და იქით რომელიმე მადრიდული კლუბი გატეხავს ვეჭვობ.