პიკემ განაცხადა, რომ პრაღაში გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. მცველს სურს გააგრძელოს რთული სეზონის სამუშაო გრაფიკი.
”ბარსას” მცველი დარწმუნებულია, რომ 90 წუთის გატარება შეუძლია მოედანზე, თუკი გვარდიოლა გადაწყვეტს პირველივე წუთიდან მის მოედანზე გაშვებას. ”სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. ეს იმოქმედებს 1/8 ფინალურ მატჩებზე” – განაცხადა პიკემ.
”სეზონის დასაწყისი ძალიან რთული იყო”
სეზონის დასაწყისში პიკემ ორი ტრავმა მიიღო. მან განაცხადა: ”სეზონის სტარტი ძალიან რთული იყო. შენ არ შეგიძლია თანაგუნდელებზე დახმარება, გაქვს სხვა რითმი და ეს ძალიან რთულია”. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ცენტრალური მცველები არ ჰყავდა ამ პოზიციაზე აბიდალი და მასკერანო თამაშობდნენ. პიკემ აღნიშნა: ”ახლა ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან. ამაზე სტატისტიკა მეტყველებს და როგორც ბოსი ამბობს ისინი საუკეთესო მცველები არიან”.
მესის და ვალდესის სტატისტიკა
გუნდს 38 წუთი აშორებს ახალი რეკორდის დამყარებამდე, ხოლო ლეო მესი 200 გოლის გატანასთან ძალიან ახლოსაა. ეს პიკემაც აღნიშნა: ”ძალია ცოტა ხნის წინ ლეომ 100 გოლი აღნიშნა, ახლა კი ეს ციფრი გაორმაგდა. ეს აჩვენებს, რომ ის საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებდა და თამაშობს სხვა დონეზე”. ის აგრძელებს: ”რა თქმა უნდა, კარის მშრალად შენახვა მთელი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ ამ წარმატების დიდი ნაწილი ვიქტორ ვალდესს ეკუთვნის. როგორც მეკარე ის ახლა შესანიშნავ ფორმაშია და იმსახურებს დიდ აღიარებას”.