workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას მარცხენა ვინგერი სურს – პრიორიტეტული ვარიანტები ცნობილია

ბარსელონას მარცხენა ვინგერი სურს – პრიორიტეტული ვარიანტები ცნობილია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა ისეთ მარცხენა ვინგერს ეძებს, რომელსაც გოლების გატანაც შეუძლია.

კატალონიური კლუბის რადარზე ალექსანდრ ისაკი, რაფაელ ლეაუ და ლუის დიასი არიან, თუმცა, ამჟამად, სამივე ფეხბურთელი ტიტულებისთვის იბრძვის და მათი იანვარში შეძენა რთული იქნება.

ბარსა ალტერნატიულ ვარიანტად მარკუს რაშფორდს განიხილავს. ინგლისელი ბოლო პერიოდში კარგად ვერ გამოიყურება, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერები” წინა წლებში მის მიღწევებს აფასებენ.

ბარსელონას ტრანსფერებზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია, რადგან არ იცის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენის დახარჯვის საშუალება ექნება. თუ კლუბს შესაძლებლობა მიეცემა, ჟოან ლაპორტას ტოპ ფეხბურთელის ყიდვა სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 13 იან 2025, 14:16
    #22

    ეს რაშფორდი 6 თვიანი იჯარით მოვიყვანოთ და თუ გაამართლა ხო კაი, თუ არადა ზაფხულამდე შეარჩევენ ვინ მოიყვანონ. 7 წელი დებილ დემბელეს ვუყურეთ და 6 თვე ამას ვერ გავუძლებთ? მაგის გოლი უეფაზე დღესაც ვერ მომინელებია რა კუთხიდან გაგვიტანა. სისწრაფეც კარგი აქვს.

  • საქართველო
    schedule 12 იან 2025, 17:17
    #21

    ნაპოლიდან რომ წავიდა ახია ნაპოლიზე. ნაპოლიში ეგეთი არანორმალური სიტუაცია რომ არ ყოფილიყო, სავარაუდოდო ნაპოლიში სჯობდა.
    რავი, თუ არ მოუმატა და ხარისხიანი ფეხბურთი არ ითამაშა, პსჟ ვაფშე სამარე იქნება იქნება კვარაცხელიასთვის, ვიდრე ნეაპოლში და ზოგადად იტალიის ჩემპიონატში ყოფნა. აქ გულშაემატკივარი მაინც ჰყავდა ძველი ინერციით.
    პსჟ ერთადერთი იმიტომ არის გამოსავალი, რომ იქნება ახალ გუნდში ახალი სტიმული მიიღოს და თამაში გამოასწოროს.