პროგრესი მოლაპარაკებებში – რას იზამს რაშფორდი

პროგრესი მოლაპარაკებებში – რას იზამს რაშფორდი

  „ბარსელონა“ და “მანჩესტერი” რაშფორდთან დაკავშირებით წინ დგამენ ნაბიჯს. მცირე პროგრესია მოლაპარაკებებში. „ბარსამ“ შუამავლების მეშვეობით რაშფორდის იჯარით აყვანა შესთავაზა, გამოსყიდვის უფლებით.  27 წლის ფეხბურთელს სურს ლა ლიგაში გადასვლა და არც “იუნაიტედია” წინააღმდეგი. მოლაპარაკებები სულ მალე დასკვნით ფაზაში შევა.  

მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა დეკუს დაუდასტურა რომ რაშფორდის ადგილს ხედავს შემადგენლობაში. შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე რაშფორდი ბევრად მისაღებია “ბარსასთვის”, ვიდრე დიასი. გასულ სეზონში ასევე იჯარით იყო “ასტონ ვილაში”, დიდად სახარბიელო შედეგები არ ჰქონია, 17 მატჩში 4 გოლი შეაგდო, ერთი რთული ტრავმაც მიიღო, ეს კი მხედველობაშია მისაღები, რადგან რაშფორდს ტრავმის გარეშე დიდი ხანია არ უთამაშია. 

“იუნაიტედისთვის” პრობლემა მისი ხელფასია, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, კვირაში 325’000 ფუნტს იღებს, რაც მისი სტატუსის მქონე ფეხბურთელისთვის ძალიან გადამეტებულია, ხელფასი გაუზარდეს მაშინ, როცა კლუბის მომავალ ლიდერად მიიჩნევდნენ. “ასტონ ვილამ” მისი ხელფასის ნაწილი დაფარა, “ბარსაც” მსგავს პირობაზე შეთანხმებას შეეცდება. 

მარკუსის ძმა და მისი აგენტი დუეინ მეინარდი 3 ივნისს ბარსელონაში იმყოფებოდა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რაშფორდი “ბარსასთვის” მესამე ვარიანტი იყო. 

რა თქვა ფლიკმა – “ეს ის საკითხია, რაზეც კლუბთან ვისაუბრეთ. ბოლო რამდენიმე თამაშში გარემარბის პოზიციაზე ბევრი ვარიანტი არ გვქონია, მეტი არჩევანი და ხარისხი გვჭირდება. ეს დეკუს საქმეა, ცხადია მე მას მხარს დავუჭერ. არ მინდა ვისაუბრო იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლუის დიასი და მარკუს რაშფორდი ფანტასტიკური მოთამაშეები არიან. მომწონს ისინი, ვნახოთ, რა მოხდება“.

რეშფორდს „იუნაიტედის“ რიგებში 12 დეკემბერს „ვიქტორია პლზენის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ არ უთამაშია. 15 დეკემბერს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ რუბენ ამორიმმა აღარ ათამაშა. დეკემბრის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში რეშფორდმა განაცხადა, რომ „მზად იყო ახალი გამოწვევისთვის“. 

„იუნაიტედის“ აკადემიის პროდუქტმა 2015 წლის დებიუტის შემდეგ კლუბის რიგებში 426 მატჩი ჩაატარა და 138 გოლი გაიტანა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nika 54
    20 ივლ 2025, 20:00

    როგორც "Mundo Deportivo". წერს რაშფორდი 21-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 22-ში კი წარადგენენ როგორც ბარსას ფეხბურთელს.
    ასევე დეპორტივოს ცნობით ფეხბურთელს შეეძლება შემდეგი ნომრებიდან ერთ-ერთი აირჩიოს: 14, 19, ან 22.

  • Rick Sanchez
    20 ივლ 2025, 01:00

    იმედია ათამაშდება და ახალი ეპოქის დასაწყისში დიდ წვლილს შეიტანს.

  • me da barca
    19 ივლ 2025, 21:02

    325 000 ფუნტი კვირაში კი არა წელიწადში მომცა ამის დედაც. კვირაში მაქსიმუმ 2 თამაში ჩაატაროს და 325 ათასი ფუნტი ჯიბეში უდევს. როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება, ზოგს ნორმალური სადილი ენატრება, ზოგს ჩეჩქვივით უყრია ფული, თანაც დაუმსახურებული.

  • ფეოლა
    19 ივლ 2025, 18:19

    პენდრაგონი,

    რატო? : )

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    19 ივლ 2025, 18:19

    საერთოდ არ მინდა ეს ბარსაში

  • jacky iakovenko
    19 ივლ 2025, 18:00

    წარმომიდგენია თვითონ რა გახარებული იქნება ახლა ❤️ ეხლა მთავარია მანჩესტერმა თავზე არ გადაი#ვას რაა და შეუთანხმდეს ბარსას(კი წერენ შეთანხმდენ უკვეო მარა მაინც)