workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლო ანჩელოტი: თუ ხვალ წავაგებთ, ეს უკან არ დაგვხევს

კარლო ანჩელოტი: თუ ხვალ წავაგებთ, ეს უკან არ დაგვხევს

“რეალ მადრიდის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ხვალ გასამართი “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით. ყველა მოტივირებული და მშიერია. პრობლემები, რომლებიც “მალიორკასთან” გვქონდა, მოვაგვარეთ და ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია.

ბელინგემი კარგადაა. ის სრულად გამოჯანმრთელდა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რადგან კარგ ფორმაშია.

ოქტომბერში გამართულ “ელ კლასიკოზეც” ვფიქრობთ, რადგან იმ შეხვედრაში “ბარსელონამ” დაგვამარცხა. მომხდარიდან ძალიან მკაფიო დასკვნები გამოვიტანეთ. “კლასიკო” ყოველთვის “კლასიკოა” და როდესაც საქმე ფინალს ეხება, წნეხი კიდევ უფრო დიდია. ეს თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია.

ინიაკი პენიას სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვება და მისი ასე დასჯა? განრიგი მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებმა დისციპლინა უნდა დაიცვან. ჩვენთან ასე ხდება – ვარჯიშზე დაგვიანების მიზეზს ვისმენ და თუ ის საპატიოა, მაშინ პრობლემა არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივიღებთ.

“კლასიკოში” ხარისხი გუნდის დაბალანსებულობას ჭარბობს და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს თამაში განსაკუთრებულია. ხვალინდელ თამაშში დაცვა მნიშვნელოვანი იქნება. თუ თავს კარგად დავიცავთ, მოგების მეტი შანსი გვექნება.

თუ ხვალ მოვიგებთ, სეზონი გაგრძელდება. ეს ფინალია, მორიგ ტიტულთან ძალიან ახლოს ვართ და პოზიტიურად ვართ განწყობილნი, მაგრამ ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდი გყავს, როგორიც “ბარსელონაა”. კატალონიელებმა მოუმატეს და ამაზე არავინ დავობს. წაგება კარგი არ იქნება, ეს უკან არ დაგვხევს, წინსვლას მაინც განვაგრძობთ.

“ბარსელონა” ჩვენი ისტორიული მეტოქეა. ამ გუნდთან თამაში ძალიან რთულია, ეს აშკარაა. ასეა ჩვენთვისაც და მათთვისაც. ამ თამაშის შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია.

თუ ხვალ დანი ოლმო ითამაშებს და ის შეხვედრის მთავარი გმირი გახდება, ჩავთვლი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელის შეჩერება ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით, მის წინააღმდეგ თავი კარგად დავიცვათ, რადგან მას ძალიან კარგი თვისებები აქვს.

ეს ტიტული მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც მას ვიგებთ, საქმეები ძალიან კარგად მიგვდის, რადგან ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზეც ვიმარჯვებთ. სუპერ თასის მოგება მოტივაციას გმატებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 13 იან 2025, 14:22
    #16

    ციტატა: Don_Andresito
    ეს ისეთი ნაბი..არი კაცია, 2 ჯერ ზედიზედ გვარდიოლას არ მოაგებინა. ისე გაშიფრა სიტი და ისე მიათრია თამაში პენალტებამდე სადაც ღმერთი რეალისკენაა სულ რო ლიგა დადო კიდე. გუნდური თამაში არ მისდით და 9 ინდივიდუალისტი ყავთ მარტოს რო შეუძლია თამაში მოიგოს, ჩვენ? 1 მაქსიმუმ 2. თამაშგარის მახე აღარ იმუშავებს, ალბათ ბელინგემი მბაპე მაკაკა და როდრიგო ერთად შემოგვიტევენ. მოკლედ ძაან დაბალი შანსი გვაქ მოგების. პირველი კლასიკო მოულოდნელობის ეფექტი იყო. იმის მერე ყველა ამოვარდა ფორმიდან.


    ვერ გამოდექი გულთმისანი ძმაო. მაგრამ ალბათ გიხარია უკვე რო შეცდი.

  • საქართველო
    schedule 12 იან 2025, 17:24
    #15

    6 მილიონი სასაცილო ხელფასია
    იგივენაირ კონტრაქტს უდებს როგორც ნაპოლიში. პსჟსთვის 6 მილიონი ისეა როგორც ნაპოლისთვის 1.3.
    ახლა გახდება წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ისევ ტირილი უნდა დაიწყონ ხელფასზე მამუკამ და ბადრიმ დუეტში.

    მე სულ არ მაინტერესებს რამდენი ექნება მარა ფაქტია კვარას კარიერაზე გავლენას ახდენს არასწორად დადებული კონტრაქტები.

  • ზებულონი
    schedule 12 იან 2025, 12:58
    #14

    უკან შენ დაგხევენ კარლო.ამოგიცვამენ იტალიურ ნა***ყლში

  • Don_Andresito
    schedule 12 იან 2025, 11:48
    #13

    ეს ისეთი ნაბი..არი კაცია, 2 ჯერ ზედიზედ გვარდიოლას არ მოაგებინა. ისე გაშიფრა სიტი და ისე მიათრია თამაში პენალტებამდე სადაც ღმერთი რეალისკენაა სულ რო ლიგა დადო კიდე. გუნდური თამაში არ მისდით და 9 ინდივიდუალისტი ყავთ მარტოს რო შეუძლია თამაში მოიგოს, ჩვენ? 1 მაქსიმუმ 2. თამაშგარის მახე აღარ იმუშავებს, ალბათ ბელინგემი მბაპე მაკაკა და როდრიგო ერთად შემოგვიტევენ. მოკლედ ძაან დაბალი შანსი გვაქ მოგების. პირველი კლასიკო მოულოდნელობის ეფექტი იყო. იმის მერე ყველა ამოვარდა ფორმიდან.

  • ზებულონი
    schedule 12 იან 2025, 03:29
    #12

    კიდევ თუ წააგო.ამას ააცმევინებენ სეზონის ბოლოს

  • Giorgi99
    schedule 12 იან 2025, 01:55
    #11

    ესეთი განცხადება იმიტომ გააკეთა რომ ბარსამ ყურადღება მოადუნოს კაი გაიძვერაა

  • me da barca
    schedule 12 იან 2025, 01:41
    #10

    დედის ტ****ს გისურვებ კარლო მთლიან კოლექტივს.
    იმედია ის მოღრეცილი ყბა მუხლებამდე ჩამოგივარდება.

  • Rick Sanchez
    schedule 11 იან 2025, 23:02
    #9

    კიდევ ერთი კლასიკო აქვს მოსაგები ფლიკს გამანადგურებელი ანგარიშით.

  • Andriakork
    schedule 11 იან 2025, 19:45
    #8

    წაგებაზე რომ ფიქრობს კარგია, მორალს დაუგდებს გუნდას, ასე აგდებულქდ ლაპარაკობდა წინა ელ კლასიკოს წინ და კი მიიღო 4-0

  • Barca
    schedule 11 იან 2025, 19:40
    #7

    რაღაც ნიტოდ ლაპარაკობს კარლიტო

  • C.PC5
    schedule 11 იან 2025, 18:57
    #6

    მართალი კი თქვა, ორი ტიტული დაითრია რეალმა უკვე ამ სეზონში და აღარ აკლიათ თავდაჯერებულობა.

  • La Pulga10
    schedule 11 იან 2025, 18:04
    #5

    გაგედო ბაბუუუუ

  • Visca barca
    schedule 11 იან 2025, 18:00
    #4

    ციტატა: Fc Barca Batumi
    მოიგებთ იმ შემთხვევაში მსაჯი თუ "მსაჯრიდელი" იქნება


    ესპანეთში მსაჯი ან მადრიდისტა უნდა იყოს ან ბრმა ამიტომ მსაჯიანად უნდა მოვუგოთ პუტებს.

  • Fc Barca Batumi
    schedule 11 იან 2025, 17:48
    #3

    მოიგებთ იმ შემთხვევაში მსაჯი თუ "მსაჯრიდელი" იქნება

  • nika 54
    schedule 11 იან 2025, 17:35
    #2

    კარლო ანჩელოტი: თუ ხვალ წავაგებთ, ეს უკან არ დაგვხევს
    ეს რა წინასწარ იზღვევს თავს?

  • ChuxrELia
    schedule 11 იან 2025, 14:55
    #1

    რას ნიშნავს თუ, უეჭველი უნდა წააგო კარლიტო, ამდენი ტიტული გულზე დაგადგება და დაწყნარდი ცოტა ხანი barca-1