“ბარსა ბ”-ს თავდამსხმელის, ჟერარდ დეულოფეუს დებიუტი პირველი გუნდის რიგებში შედგა შაბათს, მაშინ, როცა “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “მალიორკას” უმასპინძლა და თამაში ჩვეული 5 ბურთიანი უპირატესობით მოიგო.
დეულოფეუ კატალონიური კლუბის ახალგაზრდული სისტემის რიგით მეცხრამეტე ფეხბურთელია, ვისაც გვარდიოლას ერაში პირველი გუნდის შემადგენლობაში თამაშის საშუალება მიეცა. ჟერარდი მხოლოდ 17 წლისაა. “მალიორკასთან” მატჩში მან დავიდ ვილია შეცვალა და 63-ე წუთზე მოედანზე შევიდა.
საინტერესო ფაქტი ისაა, რომ დეულოფეუს დებიუტი 29 ოქტომბერს შედგა. ზუსტად 9 წლის წინ კი, 29 ოქტომბერს “ბარსა” პირველი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად გუნდის შეუცვლელი ფიგურაა.