workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხოს, კრისტენსენისა და გარსიას მომავალი ტას მოსვლამდე გაირკვევა

არაუხოს, კრისტენსენისა და გარსიას მომავალი ტას მოსვლამდე გაირკვევა

Marca-ს ინფორმაციით, “ლევერკუზენის” ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას “ბარსელონაში” გადმოსვლა არაერთ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

წყარო იტყობინება, რომ “ბარსამ” 28 წლის გერმანელის დამატებამდე რამდენიმე უკანახაზელის მომავალი უნდა ცხადყოს. საქმე რონალდ არაუხოს, ანდრეას კრისტენსენსა და ერიკ გარსიას ეხებათ.

იმავე წყაროს ცნობებით, არაუხო “ბლაუგრანასთან” ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებითაა დაინტერესებული და როგორც ჩანს, მისი დარჩენის ალბათობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. კატალონიურ კლუბში ამაზე მუშაობენ. ივარაუდება, რომ “ბარსელონას” ან კრისტენსენი, ან გარსია დატოვებს, რათა ტასთვის გუნდში ადგილი გამოთავისუფლდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსას” 2025/26 წლების სეზონის პირველი ტრანსფერი სწორედ ჯონათან ტა იქნება. დიდი ალბათობით, მხარეებს შორის გარიგება ოფიციალურად იანვარშივე შედგება. გერმანელი “ბლაუგრანაში” ზაფხულში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 01 იან 2025, 10:47
    #14

    და ეხლა რას ელოდებიან? დააყენონ დროზე ტრანსფერზე სუყველა ვინც კანდიდატია, მართლა დაურეგისტრირებელი უნდა დატოვონ ოლმო?

  • MESSI 2017
    schedule 31 დეკ 2024, 16:00
    #13

    ციტატა: Barca
    ფლიკის გერმანია და კოსტარიკა რო თამაშობდე ეგ თამაში ვნახე და აქ რო იწერება ცვლილებები არ იცისო ცვლილებაზე შემოსულებმა მოაგებინა ერთმა დუბლი გაიტამა


    რეალთან ფრენკის შემოგვანით მოიგო თამაში როცს გუნდი ფხიზლად არის მშვენრივრად თამაშობს გუნდი რა ქნას ახლა თუ რესურსი არ აქვს?

    კრისტენი გარსია უეჭველი უდნა წავიდნენ არაუხო კიდე ვნახოთ როგორი იქნება ფლიკთან დიდი იემდები არ მაქ ამის მაგრამ მაინც ტვინი თუ მოემეატება ძან კარგია

  • Barca
    schedule 31 დეკ 2024, 15:51
    #12

    ფლიკის გერმანია და კოსტარიკა რო თამაშობდე ეგ თამაში ვნახე და აქ რო იწერება ცვლილებები არ იცისო ცვლილებაზე შემოსულებმა მოაგებინა ერთმა დუბლი გაიტამა

  • Koundè 23
    schedule 31 დეკ 2024, 14:09
    #11

    მარკეტინგული თვალსაზრისით კრისტრნსენის გაყიდვა უფრო კარგი იქნება (უდიდესი ალბათობით ეგრეც იზავენ 😉) თუმცა კლუბისთვის და ძლიერი სკამისთვის უმჯობესი გარსიას გაშვება მაგრამ ვის რათუნდა😂😂 ცალფეხა კრინსტენსრნი მირჩევნია რუდიგერს ტიპი რაპასებს ჩითავს და როგორი ჭკვიანია ეგეთი მცველი ძალიან იშვიათია

  • Barca
    schedule 31 დეკ 2024, 13:58
    #10

    ყველა გასაყიდია არაუხოს უნდა დარჩეს

  • Vamsdreini.1
    schedule 31 დეკ 2024, 13:57
    #9

    გარსია მიყიდონ სელტას, ბეტისს ან ჟირონას, 8 🍋 კი ღირს ეგ შიბაქი. ტას მოსვლის შემდეგ 5 ცენტრალური მცველი იქნება, არაუხო, კუბარსი, ინიგო, კუნდე, ტა და ამას + კრისტენსენი. უფასოდ რომ მოდის ეგ კარგია, მაგრამ მარჯვენა მცველი საერთოდ არ არის და მარცხენა არასტაბილურია.

  • rivaldo80
    schedule 31 დეკ 2024, 13:25
    #8

    არაუხო თუ არ მოაწერს ხელს უნდა გაყიდონ კრისტას მე დავიტოვებდი და გარსია ლალიგაში იაფად გაიყიდება მაგაში ბევრს მაინც არავინ გადაიხდის.

  • Iniesta_8
    schedule 31 დეკ 2024, 11:51
    #7

    ჯერ ვინც გვყავს ის დაარეგისტრირეთ smile

  • JustBarcaLover
    schedule 31 დეკ 2024, 11:39
    #6

    გარსია მოაშორეთ რამენაირად კრისი მეც ძან მენანება არაა გასაშვები კაცი მაგრამ ამ ლა ლიგის ფეირ ფლეიმ ტვინი გაგვუბურღა სხვა გზა არ არის კრისტოც უნდა გავუშვათ

  • Visca barca
    schedule 31 დეკ 2024, 11:03
    #5

    ოლმო რომ წავიდეს თქვენი აზრით რომელი უფრო სწორი იქნება

    —–პედრი——————ფერმინი
    გავი—-კასადო—–პედრი—-კასადო

  • Bakero
    schedule 31 დეკ 2024, 02:46
    #4

    ბიჭოო ეს ლენგლე N2 (გარსია) რით ვერ მოიშორეს rage ვის ადარებენ თანაც joy (ყველაზე სტაბილურ მცველს ტრავმები რომ არა)

  • Rick Sanchez
    schedule 31 დეკ 2024, 01:39
    #3

    გარსიაა გასაყიდი თუ მასსა და კრისს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი.

  • nikusha
    schedule 31 დეკ 2024, 01:15
    #2

    5 მცველია საჭირო

    პირველრიგში გარსიას გავყიდიდი თუ არადა კრისტო წავა გარსიას დავტოვებდი მე5 მცველად ანარადა ორივეს გავუშვებდი და ფაიეს დავაბრუნებდი

  • Don_Andresito
    schedule 31 დეკ 2024, 00:57
    #1

    კრისი მენანება მარა წელსვე უნდა გავუშვათ სანამ უფასოდ დაგვიკარგავს. ოლმო იქნებ დავარეგისტრიროთ. გარსიაც გასაშვებია. 30-35 მილიონიც რო აიღონ ორივეში ნარმალნა. კრისის კონტრაქტი ეწურება თორე მარტო ეგ ღირს მინიმუმ 40. ტა უფასოდ კარგი დანამატია. კუბარსი ინიგო არაუხო ტა საკმარისად კარგი ოთხეულია. დიდი კონკურენცია იქნება და 3 ცენტრით თამაშიც შეგვეძლება წესიერი ფლანგის დაცვა თუ გვეღირსა