workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა სევილიას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელით ინტერესდება

ბარსელონა სევილიას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელით ინტერესდება

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა, სევილიას ერთ-ერთი ლიდერით, ლუსიენ აგუმეთი ინტერესდება.

22 წლის ფეხბურთელი ანდალუსიურმა კლუბმა იანვარში ინტერიდან ინათხოვრა, ზაფხულში კი €4 მილიონად შეიძინა. ახლა ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა. იგი ნახევარდაცვის ცენტრს შესანიშნავად აკონტროლებს და ბურთის განაწილების უნარი აქვს, რამაც ბარსას ყურადღება მიიპყრო.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ აგუმეს ტრანსფერი მარტივი არ იქნება. სევილია ფეხბურთელის უფლებების მხოლოდ 50%-ს ფლობს და შეუძლია, მომავალ ზაფხულში €4 მილიონად კიდევ 40% იყიდოს, რაც “ბლაუგრანასთვის” საქმეს გაართულებს.

ამასთან, ბარსელონა კონკურენციის გაწევა არსენალისთვის მოუწევს, რომელიც ფრანგით ასევე ინტერესდება. გავრცელებული ცნობებით, ლონდონელთა თავკაცისთვის, მიკელ არტეტასთვის აგუმეს ტრანსფერი პრიორიტეტია, რადგან “მეთოფეები” ტომას პარტეის გრძელვადიან შემცვლელს ეძებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (26)

  • ბარსელონა
    schedule 27 დეკ 2024, 12:09

    ფლიკის მოსვლამდე მთელი სეზონი სასტავზე მიდიოდა ### პოსტები და მაგის გამო იყო ### გუნდი, მერე აღმოჩნდა ყველა იგროკი ლიგა რომ მოიგო /

    სისტემა ძმაო , სისტემა და ეგ იცის ჰანს დიტერმა .
    უსისტემოდ მესიც კი ###ობაა, მოგეხსენებათ ბოლო წლებიდან გამომდინარე .
    თეთრ ტრაწს უეჭ მოუგებენ ლა ლიგას, გავმაზავ დაჟე სმ
    ურთიერთშეხვედრებში შეიძლება დააკლდეს სისტემას ხარისხი და ვერ მოიგონ, ტან ის ყლანჩელოთი ეგეთი პრინციპული თამაშების მასტერია .
    ვაბშე კარლოს ჩემპიონატს თუ ვერ უგებ არა მწვრთნელი და არადედმამიშვილი ხარ იმენა .

  • irakli
    schedule 26 დეკ 2024, 13:02

    მაინც გაუჭირდება ბარსას ამ რესურსით მთელი სეზონი , ყველა ჯანმრთელად უნდა იყოს რო რესურსი ოყოს მარა სულ დალეწილია 5 6 კაცი თან მნიშვნელოვნები, შარშან ხავიმაც 5-0 5-0 მოიგო ზედიზედ სექტემბერში ანტვერპენი ბეტისთან და მერე დაემტვრა დე იონგი პედრი, მიყვა გავი და დაერხათ

  • azulgerana
    schedule 25 დეკ 2024, 16:20

    ხვიჩა მოიყვანოს და ეშველება

  • Tope
    schedule 25 დეკ 2024, 09:46

    რა უნდა იყოს იმაზეც არაფერი არის

  • Makuna
    schedule 24 დეკ 2024, 21:41

    ნებისმიერ ადეკვატური ქომაგი.

    ამდენი წელი სვარკას ვუყურებდით ან გვარდიოლას სტილის ჩინურ ვერსიას და ფლიკმა დააბრუნა შემტევი სტილი და სანახაობა.

    ათუკა, რატომ წვალობ ვერ გავიგე, გიყვარს ეს იტალიელები ბარსაზე მეტად და გადადი იუვენტუსის ქომაგებში ან მილანის – შენც დაისვენებ და ჩვენც.

    ხომ გახსოვს დარქერამ როდის შეიცვალა გუნდი? 

    არც შენთვის არის გვიანი.

    იტალიელი ფეხბურთელი ან მწვრთნელი და ბარსა არის ხინკალი კარტოფილით.
    

  • Rick Sanchez
    schedule 23 დეკ 2024, 23:23

    ვალვერდე რეალის მაგივრად აქ რომ თამაშობდეს 3 გოლიც არ ექნებოდა სეზონში რაის ცენტრიდან გატანილი 15 გოლი