workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ამდენ გოლს გავიტანდი

რობერტ ლევანდოვსკი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ამდენ გოლს გავიტანდი

“ბარსელონას” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ბრესტან” მოგებულ შეხვედრაში (3-0) ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა. 

მატჩის დასრულების შემდეგ პოლოჯნელმა კომენტარი გააკეთა.

ძალიან ბედნიერი ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ამდენ გოლს გავიტანდი.

თუ მოთმინება გვექნება, სამი გოლის გატანა ყოველთვის შეგვიძლია, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ.

დღეს გუნდურად ვითამაშეთ, ხანდახან ნელ ტემპში ვმოქმედებდით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ლა ლიგაზეც უნდა ვიფიქროთ. ვიცით, რომ ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

პედრი და კასადო ძალიან მაგარი მოთამაშეები არიან. სინამდვილეში ყველა ფეხბურთელი მაღალი დონისაა. ჩვენ როტაციაც გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი თამაში მოვიგოთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 28 ნოე 2024, 14:29

    "დღეს გუნდურად ვითამაშეთ, ხანდახან ნელ ტემპში ვმოქმედებდით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ"
    დამიჯერე სადაც "ხანდახან ნელ ტემპში იმოქმედეთ" ან წავაგეთ და ან ფრე ვითამაშეთ, ასე რომ ტემპი არ დააგდოთ, მერე თავიდან აკრეფა აღარ გამოგივათ.

  • Rick Sanchez
    schedule 27 ნოე 2024, 16:27

    მეორე გოლი სუფთა კლასი იყო, ბრავო ლევან!

  • me da barca
    schedule 27 ნოე 2024, 04:04

    მესამე გოლის დროს იმათმა მცველმა ფლანგზე დაიწყო პროფესორობა და გავიფიქრე, ხომაა ღირსი ამას ბურთი წაართვა და გოლი თხარო თქო და ისე აგიხდეთ ყველაფერი. შეუსრულა ლევანამ ბალდეს პასით.

  • Barca for life
    schedule 27 ნოე 2024, 03:04

    ციტატა: ზაზუკა
    101 გოლი უკვე ბარსას მაისურით ლევანას ❤❤😍👌


    101 ჩლზე გაიტანა ზოგადად თორე ბარსაში 81-ე იყო თუ არ ვცდები

  • ზაზუკა
    schedule 27 ნოე 2024, 02:42

    101 გოლი უკვე ბარსას მაისურით ლევანას ❤❤😍👌

  • C.PC5
    schedule 27 ნოე 2024, 02:13

    არ გაჩერდე და იტანე გოლები რაც შეგეძლება, ამ სეზონში ოქროს ბურთი უნდა აიღო და ფეხბურთმა უნდა დაგიბრუნოს რაც აქვს შენი ვალი 2020ში რომ წაგართვეს!