პირველი გუნდის მსგავსად “ბარსა ბ”-მაც გამარჯვება მოიპოვა. მართალია 5:0 ვერა, მაგრამ მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 სძლიეს მეტოქეს. მატჩი ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყო. “ბლაუგრანელებმა” “ჟიმნასტიკს” უმასპინძლეს, ერთადერთი გოლის ავტორი კარლოს კარმონაა, რომელმაც თავის გამოჩენა 39-ე წუთზე შეძლო. როგორც ჩანს “ბარსელონასა” და “ბარსა ბ”-ს ჩავარდნები ერთდროულად ჰქონდათ და ერთდროულადვე შევიდნენ ფორმაში. კანტერას ფეხბურთელებმა რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ზედიზედ მესამდე შეძლეს მოგება.
შემოგთავაზებთ მატჩის სურათებს


