ტომაშ ვლოდარჩიკის ინფორმაციით, ვოიცეხ შენსნი ბარსელონაში დღეს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ჟოან ლაპორტას შეხვდება. ის იანგ ბოიზთან მატჩსაც დაესწრება.
პოლონელი მეკარე ინდივიდუალურ მზადებას დაიწყებს, რათა რიტმში შევიდეს. მისი მიზანი სანაკრებო პაუზის შემდეგ გასამართი მატჩებისთვის სრული მზადყოფნაა. ვოიცეხმა, შესაძლოა, სევილიას წინააღმდეგ, 20 ოქტომბერს ითამაშოს.
ბარსელონას ლა ლიგისგან დასტური უკვე აქვს, რაც ნიშნავს, რომ კატალონიურ კლუბს შენსნის დარეგისტრირება შეუძლია.
Jijantes-ის ცნობით, შენსნი ახლა მალაგაში იმყოფება, საიდანაც კატალონიაში წამოვა. ის ბარსელონაში ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით: 13:30) ჩავა.

ლაპორტას ელაპარაკება
მე მგონი მაყურებელს ელაპარაკება მიკროფონით ხელში.
რეალი რა შუაშია ჩვენს ტრავმებთან? შარშან ლიგა მოიგეს ცენტრალური მცველის გარეშე.
ძირითადის 8 ფეხბურთელი როგორ მოხვდა ლაზარეთში? რეალს რამდენი ყავს დატრამვული ძირითადიდან. მგონი არცერთი. ძირითადს ტორესი არ უნდა გააკარონ დაალპონ სკამზე ეგ ბანძი ლუზერი არსება. მაგას ფატიც ჯობია. რაც ხდება ლაპორტას ბრალია ოლმოს გარდა რომ არავინ იყიდა.
მალაგაში რა ჩემი ტორესი უნდოდა 😃😃 ბარსელონას ბილეთი ვერ იშოვა?😁
ზე იდეალური ვარიანტი იყო
ლაპორტას ელაპარაკება
რა კაცია ვითომ ტელეფონზე საუბრობს😂
<3