მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შვიდიდან შვიდი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შვიდიდან შვიდი

მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიმდინარეობდა, როცა “ხეტაფემ” შეუტია და ძალიან კარგი შანსიც მიიღო გასატანად, მთელი მატჩის განმავლობაში რომ არაფერი შეუქმნია, აგერ, ბოლო წუთებზე ეღირსა, მაგრამ ხელიდან გაუშვეს, კარშიც ვერ მოარტყეს, არადა, კარი ფაქტობრივად დაუცველია, პენია დგას და ყოველ ხუთ წუთში ლოცვებს იმეორებს. თუ ამ ბოლო მომენტს არ ჩავთვლით “ბარსას” დაცვა ქებას იმსახურებს, სარეზერვო მეკარის კარში ფაქტობრივად ხიფათი არ შეაქმნევინეს მეტოქეს, რაც რთულად შესასრულებელი ამოცანა იყო. ერთადერთი პირველ ტაიმში დაარტყეს სახიფათოდ, მაგრამ პენიას პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი. 

“ბარსამ” რთული მატჩი მოიგო. შვიდიდან შვიდი მოგება დააგროვა. რთული იყო, რადგან ყველა გაცუდებულ მომენტზე იფიქრებდი რომ ეგ არის.. დაისჯება გუნდი ამისთვის! გარსიამ ერთი მეტრიდან ტრიბუნას გადააცილა, რაფინიამ სამი მეტრიდან კარს ააცილა, იამალს ორჯერ არ გაუმართლა, ორივე ულამაზესი გოლი იქნებოდა, მაგრამ ერთხელ ხარიხას გაკრა ბურთმა, მეორედ კი სასწაული ბურთი მოიგერია სორიამ. შეიძლება ითქვას რომ შეცდომა გამოასწორა, ნუ.. ეცადა მაინც. 

როტაცია დაცლილ ნახევარდაცვაში 

ვერ იყო კარგი ტაიმი, ან როგორ უნდა ყოფილიყო, როცა ნახევარდაცვის სამეული ასე გამოიყურებოდა – კასადო, გარსია და პაბლო ტორე. ამ სამეულიდან ერთი ცენტრალური მცველია, მეორე საყრდენი, მესამე კი რვიანის ფუნქციებს ასრულებს. ერთი სულ ახლახანს გაუშინაურდა კლუბს, მეორე ცდილობს ახალი მწვრთნელის ხელში პოზიციები გაიმყაროს, მესამემ კი წინა შეხვედრაში გაიბრწყინა და მეტი სათამაშო დროც დაიმსახურა. ლიდერი კი არცერთი არ არის. 

პედრი სკამზე, გავი და ფერმინი განაცხადს მიღმა, ოლმო ტრიბუნაზე მაყურებლად, დე იონგი კი სად არის კაცმა არ იცის. 

ასეთ პირობებში რომ როტაციას მიმართავ და თამაშის მოგებას ახერხებ, ესე იგი, მწვრთნელად ხარ დაბადებული. ჰანსი ფლიკი სასწაულს სჩადის. სწორედ ეს ხდება მარათონის მოგების მთავარი საწინდარი. რაციონალური ნაბიჯები, ძალების დაზოგვა, გააზრებული რისკი, საკუთარი თავის რწმენა და აჰა, შედეგიც აქ არის. 

ეს სამეული 

კარში პენია დგას, შტეგენი სეზონის ბოლომდე არ იქნება, უკვე გადაწყდა შესნის მოყვანა. დაცვაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა არაუხო, ფლიკს საქმეში არ უნახავს, დაბრუნდება და ძირითადისთვისაც იბრძოლებს. ნახევარდაცვა უკვე ვახსენეთ, ჰოდა, გამოდის რომ მხოლოდ თავდახმაშია “ბარსა”  უდანაკარგოდ წარმოდგენილი. ლევანდოვსკიმ კიდევ შეაგდო, სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოჩნდა და ერთადერთი გოლით თამაში მოიგო. რაფინია ისევ კაპიტნის სამკლავურით ვნახეთ, სხვათა შორის, კარგი კაპიტანია, ლიდერის თვისებებსაც ავლენს, სამკლავურმა მსაჯთან კამათის უფლებაც მისცა, ალბათ ეგონა რომ მეტი თავისუფლება ექნებოდა, ჰოდა, აუფრიალეს ყვითელი ბარათი, მერე კიდევ ტკბილი სიტყვები გადმოალაგა და პედრიმ ააფარა პირზე ხელი, ემანდ წითელი არ აგენთოსო. ისედაც თითზე ვითვლით ფეხბურთელებს, რა დროს წითელია?! 

ლამინე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პირველი ტაიმი მასაც ვერ ჰქონდა ისეთი როგორსაც ველოდით, სამაგიეროდ, მეორეში დახატა. იმსახურებდა გოლს, მომდევნო შეხვედრაში დაუბრუნდება ეს სამართალი. 

ცვლილებები 

ფატი სკამზე დარჩა. ცვლილებაზე ფერან ტორესი გამოვიდა, ალბათ მთელი სეზონის მანძილზე მოგვიწევს დათვლა ვინ რამდენ სარგებელს მოუტანს კლუბს, ვინ რაში გამოიჩენს თავს, ჯერჯერობით ფერანი ჯობია – ერთი გოლი აქვს და ერთი წითელი. ფატი ახლა დაბრუნდა, გოლს თუ ვერ შეაგდებს, წითელი ბარათის მიღება ნებისმიერ დროს შეეძლება. 

შეცვლაზე შემოვიდა პედრი – რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა თამაში. 

შემოვდა ჰექტორ ფორტი და ჟერარდ მარტინი. 

იყო კიდევ ერთი ცვლილების საშუალება, მაგრამ ფლიკმა არჩია ფატისა და პაუ ვიქტორს სკამიდან ეყურებინათ მატჩისთვის –  გინდა კარგია, უნდა გერგებოდეს. 

ქართული გვარი 

მაინც აღსანიშნი ამბავია, ქართულ-ებრაული გვარის მქონე, უნგრეთის მოქალაქე “ბარსას” განაცხადში მოხვდა. აარონ იაკობიშვილი მეკარეა, მასზე უკვე ბევრი იცით, ისიც იცით რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს არ აპირებს, მაგრამ მაინც სასიხარულოა ამ გვარის ხილვა “ბარსელონაში”. 

წარმატება ვუსურვოთ! 

მომდევნო შეხვედრა “ოსასუნასთან” იქნება გასვლაზე, და ჩვენ ისევ ველით ფეხბურთელების დაბრუნებას, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრში. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • Bakero
    26 სექ 2024, 17:41

    ციტატა: Barca for life
    აი ასე ხდება როცა თამაშებს ხარისხიანად იგებ – ყველას უყვარხარ.

    გუნდის ფიზიკა და მენტალობა შეცვლილია, რაც საძირკველია და ამას ამაგრებს ლამასია. ვერ წარმომიდგენია ფლიკმა როგორ უნდა აურიოს, ამაზე დისციპლინირებული, გუნდისთვის თავგადადებული და კარგი ფსიქოლოგი ბევრი არაა დედამიწაზე.

    დაბრუნდებიან ტრავმირებულები და ვნახავთ რა მონსტრი გუნდიც გავიჩითებით. ოლმოსთან და ოლმოს გარეშე საერთოდ სხვა გუნდი ვართ. რაღაც საოცარ ფეხბურთს თამაშობს, უმაგრესი ინტელექტით, ელეგანტურობითა და დირიჟორობით. აი მაგის და გავის დაბრუნება იქნება ბარსას გამაცოცხლებელი. ნუ კაი ხო, არაუხო და დეიონგიც ძალიან დიდი დანაკლისია. ერთი რაფინიას არასტაბილურობა არ მომწონს და იმედია ხოდზე იქნება. ლევანამ ასე გააგრძელოს და აღარაფერს ვიტყვი, იამალი კი უბრალოდ საოცრებაა.

    მოკლედ ჩემი აზრით დეიონგი-გავი-ოლმოს ცენტრით ვათრევთ ნებისმიერს და ძალიან ცოტა რჩება..ვიღაცებს კარგად უნდა მოვაკეტინოთ.


    ჯერ ჯერობით ნახევარდაცვაში რაც ვითამაშეთ გაიხსენე აბა ბერნალი/პედრი/ოლმო იყო საუკეთესო ძალიან მაგარი! და არა მგონია დე იონგი/გავი/ოლმოს ტრიო მაგათზე უკეთესი იყოს ეხლა რომ ჩვენ ბერნალი გვყავდეს სერიოზული პრეტენზიები გვექნებოდა ამ სეზონში !

  • nika 54
    26 სექ 2024, 17:15

    იაკობაშვილი თურმე საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს, ეტყობა ჭკვიანია და იცის რო მამარდას ეგ ვერანაირად ვერ შეცვლის.
    რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, სრული შეგრძნება გამიჩნდა რო ჩავის ბარსა იდგა მინდორზე. და მთავარი ტორესმა გუშინ დაამტკიცა რო ეგ ბარსელონას კალიბრის არ არის და გინდა მოკალით ვერაფერს ვერ ვუშველით.

  • F.C.B. ბარსელონა
    26 სექ 2024, 17:09

    CHEPE, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსას დიდ ოჯახში.👋👍

  • araujo4
    26 სექ 2024, 13:18

    კასადოთი ვარ აღფრთოვანებული. ფრენკი გავი და ოლმო რო დაგვიბრუნდებიან იმედია მაგ ბიჭს ექნება მაინც საკმარისი დრო. სერიოზული ნახევარ დაცვა გვეყოლება, უდიდესი რესურსით. პროსტა ბიჭო ხო არ გვეღირსა ძირითადი შემადგენლობით თამაში რო მართლა დავტკბეთ მაგათი ყურებით. ერთი სეზონი ხო შეიძლება გაგვიმართლოს და გვყავდეს ძირითადის ფეხბურთელების უმეტესობა უტრავმოთ.

    ბაიერნთან უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც არასდროს. უკვე ყველა გვეყოლება არაუხოს და კრისტენსენის გარდა. მთავარია კუბარსი და ინიგო იყვნენ ხოდზე; ჯერ ერთი ძაან საკაიფო დუო ჩამოაყალიბეს და მერე კიდე მაგათი შეცვლა ყველაზე მაგრა გაგვიჭირდება. კუნდე რო ცენტრში შემოვწიოთ მარჯვნივ გავიდირკებით ეგრევე.

  • Ronaldinho 🖤
    26 სექ 2024, 13:14

    გამარჯობათ, ამ საუტზე ახალი დარეგისტრირებული ვარ მაგრამ 2012 წლიდან ვნახუობ პოსტებს და ყველაფერს ბევრის ერთგულება დავინახე ბარსას მიმართ რა თქმა უნდა ეს ბარსა ეს სუფთა გუნდია რომელიც ყველას უყვარს და მარად ეყვარება. ძალიან მომწონს თქვენი განხილვები და ვიმედვნებ რომ თქვენთან ერთად ჩავერთო ამ ყველფერში

  • CHEPE
    26 სექ 2024, 12:25

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: La Pulga10
    შესნი რო კლასნი მეკარეა ეგ კი ვიცოდი მარა ვიდეობი ვნახე და გამოსვლაზე ძაან კარგია და ახლოდან დარტყმულებს მაგრად იღებს. პოზიციას კარგად არჩევს.


    ხანდახან მაგარი გამოსლეება იცის თუარა ისე კია მაგარი მეკარე. მე მაინც ნავასი მირჩევნია, უფრო მაღალი კლასია და თან გამარჯვებულის მენტალიტეტით


    ნავასი გამოსვლებზე რომ ქინძია მაგ არიციი რეალის თამაშებზე ვკაიფობდი სულ გასდიოდა გოლი რამდენი გამოსვლაც ჰქონდა ჩაწოდებებზე თუ მცველი არ გადაარჩენა გასდიოდა ბურთები კარის ხაზეე კი კაი იყო მაგრამ მინუსი ესააქ ნავას

  • CHEPE
    26 სექ 2024, 12:19

    ოსასუნაშიც რთულია პამპლონაზე მაგრამ სადაც ვილიარელს ამოვდეთ სერამიკაზე იქ პამპლონაც უნდა დაიბობმოს წესით თან ჩაკეტილს არ თამაშობენ პირიქით აგრესიულად შეუძლია შეტევებიც და მოკლედ რთული მაგრამ მიუღწევადი არიქნება გასვლაზე

  • Flying Dutchman
    26 სექ 2024, 10:31

    პროგრესი სახეზეა. საინტერესოა კუმანის გაგდების შემდეგ პირდაპირ ფლიკი რომ მოსულიყო, ახლა სად ვიქნებოდით…

  • Clever liar
    26 სექ 2024, 10:29

    7იდან 7ივეში მატჩის MVP იყო ჰანსი ფლიკი.. ადამიანი რომელმაც ყოველთვის იცის რა სურს ფეხბურთისგან, რაცარუნდა მწირი ქონდეს რესურსი,მაინც სათამაშო მაქსიმუმს ძერწავს.. ჯერ მარტო მისი ყოველი მატჩისშემდგომი ლაკონური კომენტარი რო თამაშის სრული ფროფესიული ანალიზია ეს ხო ცალკე ცნებაა რა. :)) არასდროს მახსენდება მსგავსი ჩავისგან, კუმანისგან და სხვადასხვა ჯიშის მეძროხე მეეზოვე მწვრთნელებისგან.. შეიძლება ვაჭარბებ და ზედმეტად სუბიექტური ვარ, მაგრამ ამ კაცს რაღაც სხვანაირ ფილოსოფიურ-სიღრმისეულად ესმის ფეხბურთი რა და ამიტომ იამალის ფენომენიც რო 100ჯერ მეტად დაიხვეწება და გაიშლება, ეგეც მაგრად მჯერა.. წარმატებები კამპანიას !!!

  • PUIOL5
    26 სექ 2024, 10:20

    ციტატა: La Pulga10
    შესნი რო კლასნი მეკარეა ეგ კი ვიცოდი მარა ვიდეობი ვნახე და გამოსვლაზე ძაან კარგია და ახლოდან დარტყმულებს მაგრად იღებს. პოზიციას კარგად არჩევს.


    ხანდახან მაგარი გამოსლეება იცის თუარა ისე კია მაგარი მეკარე. მე მაინც ნავასი მირჩევნია, უფრო მაღალი კლასია და თან გამარჯვებულის მენტალიტეტით

  • La Pulga10
    26 სექ 2024, 10:01

    შესნი რო კლასნი მეკარეა ეგ კი ვიცოდი მარა ვიდეობი ვნახე და გამოსვლაზე ძაან კარგია და ახლოდან დარტყმულებს მაგრად იღებს. პოზიციას კარგად არჩევს.

  • ChuxrELia
    26 სექ 2024, 09:36

    ერთი გერმანელი მეგობარი მყავს, რომელიც ფეხბურთის სფეროში მუშაობს და რაღაც 2 კვირიან სტაჟირებაზე იყო ბაიერნში რა დროსაც ფლიკი მუშაობდა ასისტენტად. არანორმალური კაცია თურმე, კარგი გაგებით, ვაბშე ყველა თამაშს აანალიზებებინებს სტაფფს, უაზის და იწერს ყველა შეცდომას და მერე ფეხბურთელებთან სათითაოდ გადის შეცდომებს. იმენა სტოსზე უყენია ფეხბურთელები და დისციპლინა აქ უმაღლეს დონეზე დაყენებული და ესე პირდაპირ კი არ აჯ*ვამს ტიპებს შეცომის შემთხვევაში, ისე ებაზრებაო რო თავისი პირით იძახიან ფეხბურთელები ეს რა yლეობა მომივიდაო. მაგრად უნდოდა გერმანიის ნაკრებში რო წასულიყო ფლიკი, ამ ჩემ მეგობარს და რო მივიდა მაშინ მიყვებოდა რო უგიჟესი კაციაო, სურვილი ამიხდაო მარა არ აცადეს კაცს. თან ეს უფრო კლუბის ტიპაჟია რა, ნაკრებში ვერ ასწრებს რო სტაბილურად ერთ რელსებზე ყავდეს გუნდი და აქ კიდე ყოველ დღე ამასთან არიან და ყველაფერს აკონტროლებს და კი დადო 7 დან 7 მოგება. ეხლა ნახეთ შემდეგ თამაშში რამხელა სხვაობა იქნება თამაშის ხარისხს შორის, ამ ხეტაფესთან თამაშს გადაღეჭავს იმდენჯერ გადაახვევს barca-1

  • Gaucho24
    26 სექ 2024, 05:06

    ამ სეზონში ბევრი რამ მომწონს მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის რომ გუნდი მინუსებზე ვარჯიშობს და ცდილობს გამოასწოროს რაც დიდი ხანია არ მინახავს , მართლა ეტყობა მწვრთნელის ხელი და სწორი მითითებები , ჯერ ახლა დაიწყეს ვარჯიში , თან ნახევარი გუნდი ვარჯიშობს , ამ გუნდს ნაიკის კონტრაქტი , სწორი ტრანსფერები და ეს მიდგომა თუ გაუგრძელდა , მონსტრი კლუბი გამოვა.. ლამინ იამალს კი არ ვიცი არ მინდა ვინმეს შევადარო თან თფუ თფუ თფუ ჯერ ძალიან ძალიან ადრეა მაგრამ მინდა მომავალ თაობებს მოვუყვე რომ იყო მარადონა , იყო რონალდინიო , იყო თვით მესი და იყო ლამინე იამალი…