“ბარსელონას” ახალწვეულმა დანი ოლმომ სადებიუტო შეხვედრაში, “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ, სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ბარსაში” გადმოვლის შემდეგ დებიუტს მოუთმენლად ველოდი. “ვალიეკასზე” წლების განმავლობაში არ გვქონდა მოგებული. მოედანზე თავი ძალიან კარგად ვიგრძენი. ყოველთვის შევეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო იმ პოზიციაზე, სადაც მწვრთნელი დამაყენებს.
მე ვარ მოთამაშე, რომელიც მუდმივად გოლების გატანასა და შანსების შექმნას ცდილობს. იამალმა კარგად მიპოვა და მეც გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და არასდროს ვნებდებით. ყოველთვის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, ისევე როგორც დღეს.
გოლის გატანის შემდეგ ყოველთვის ამ აღნიშვნას ვაკეთებ. ლამინს მოველაპარაკე, რომ თუ გავიტანდი, ერთად აღგვენიშნა. გოლს ჩემს ოჯახს ვუძღვნი.




ამან ესე გააგრძელოს და მეტი არაფერი მინდა, დავისვენე ეს რო გამოვიდა ეტყობოდა რაღაცას იზავდა. თურმე ტორესიც ყოფილა სასტავში პირველ ტაიმში.
ოლმო კლასნია
უკვე ტორესზე მეტად მიყვარხარ ძმაა და ასე გააგრძელე გთხოვ
ერთი რჩევა მექნება რო ეს დებიუტის ეიფორია შარშან ჟოაუებისავით ცოტახანს არ გაიყილოს და რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს იმ შემართებით როგორც დღეს გამოვიდა მოედანზე✊
მშვენიერი დასაწყის აარის! იმედი ასე გაგრძელებს
კარგი ხარ დანი, ასე გააგრძელე და იქნებ ლეგენდობაზეც გაიწიო, საფუძველი გაქვს აშკარად და იმედია მაგარი ტრანსფერი გამიდგები.