workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ოლმოს დებიუტი გამპერის თასზე შედგება

დანი ოლმოს დებიუტი გამპერის თასზე შედგება

დანი ოლმომ ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რაც ნიშნავს, რომ მის ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსაში ესპანელი ფეხბურთელის დებიუტი ორშაბათს, 12 აგვისტოს, ჟოან გამპერის თასზე, მონაკოს წინააღმდეგ შედგება.

კატალონიური გრანდი ლაიფციგს ოლმოს სანაცვლოდ €55 მილიონს (ფიქსირებული) პლუს €7 მილიონს (ბონუსები) გადაუხდის. აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბი აღნიშნულ ბონუსებს მარტივად ვერ მიიღებს, რადგან ამისთვის ბევრი რამ უნდა მოხდეს.

დანი “ბლაუგრანასთან” 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • Georgebina
    schedule 08 აგვ 2024, 10:50

    ეს წინასწარ ფეხბურთელის აკვიატება ან თავზე და*მა რა გიყვართ ხოლმე რა. აცადეთ თქვე კაი ხალხო რა ყველა წინასწარმეტყველი გამოდიხართ? არ ყოფილა შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ვარსკვლავებს წყვეტდა და ბარსელონაში დადებილდა? (ძალიან ბევრი მახსენდება მითუმეტეს ბოლო დროს). ანალოგიურად არ ყოფილა შემთხვევა ფეხბურთელისგან დიდ არაფერს რომ ელოდნენ და პირიქით დიდი მონდომებით ითამაშა და კარგი შედეგები აჩვენა ბარსაში? არ გეზარებათ ამდენი უაზრო ნერვიულობა და ექსპერტობები წინასწარ? მოვიდა ფლიკი, უნდოდა ეს კაცი რაღაცისთვის და იყიდა. არა 20 წლის შაკოს შეეკითხებოდა ბარსამანიაზე კარგი შენაძენი იქნებოდა თუ არა 🙂

  • PUIOL5
    schedule 08 აგვ 2024, 10:21

    ციტატა: არისტაფანი

    ციტატა: me da barca
    ბარსა, რომ ყოფილიყო ლაიფციგის ადგილას, ოლმოს გაყიდდა 30 მილიონად


    ეგ საუკეთესო შემთხვევაში ბრატ


    რა 30 მაქსიმუმ 20-25 გაეყიდა ან უფასოდ გაეშვა. ეს მარტო ბარსაა ინვალიდებში კოლოსალურ თანხას რომ იხდის, ოლმოს თამაში მომეწონა ევროზე მაგრამ 60 მართლა არ ღირს, მაგ თანხაზე დაემატებინათ იმ ზანგზე გამოყოფილი ფული და მოეყვანათ ალვარესი დაგვხატავდა ან ლაუტარო, მართალია ვინგერი გვჭირდება მაგრამ ფორვარდი საერთოდ არ გვყავს, გუნდში გოლის გამტანი არაა და ეს მიმაჩნია უდიდეს პრობლემად, მარცხნივ კიდევ რაფინია იფაფხურებს რამეს. გოლს ვინ გაიტანას? ღლევანდოვსკის აყვავებას ველოდოოთ?

  • არისტაფანი
    schedule 08 აგვ 2024, 01:01

    ციტატა: me da barca
    ბარსა, რომ ყოფილიყო ლაიფციგის ადგილას, ოლმოს გაყიდდა 30 მილიონად


    ეგ საუკეთესო შემთხვევაში ბრატ

  • ggiiorgi
    schedule 08 აგვ 2024, 00:28

    ციტატა: Iniesta_8
    საღოოლ ამის სეზონში 4 გოლი მაგრად დაგვეხმარება და ფერმინსაც მოუკლავს სათამაშო დროს❤️


    ნახე ფერან ტორესივით ესეც მოჯდება ზამენაზე, ფერმინი მოსვავს ჟილკიანია ძალიან

  • Clever liar
    schedule 08 აგვ 2024, 00:14

    იმედია ვინგერზე არ დასვამენ და არ ჩაყრიან წყალში იმ 55 მილიონს როგორვ აქამდე ერთჯერ ორჯერ 8ჯერ 18ჯერ…

  • me da barca
    schedule 07 აგვ 2024, 23:52

    ბარსა, რომ ყოფილიყო ლაიფციგის ადგილას, ოლმოს გაყიდდა 30 მილიონად

  • nikusha
    schedule 07 აგვ 2024, 22:29

    აუცილებელია ამის გამპერის თასზე თამაში ცოტა რომ შეეჩვიოს თანაგუნდელებს პირდაპირ ლალიგაში ხომ არ ვათამაშებთ

  • Iniesta_8
    schedule 07 აგვ 2024, 18:37

    საღოოლ ამის სეზონში 4 გოლი მაგრად დაგვეხმარება და ფერმინსაც მოუკლავს სათამაშო დროს❤️

  • JustBarcaLover
    schedule 07 აგვ 2024, 18:08

    ციტატა: nika 54
    ტებასმა რაო? დაგირეგისტრირებთო?


    დეკუ მიყავთ უნდა გაუიასნოს

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2024, 16:41

    ტებასმა რაო? დაგირეგისტრირებთო?