“ბარსელონას” ესპანელმა ტალანტმა ლამინ იამალმა Jijantes-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც მან ბევრ ძალიან საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშს მოუთმენლად ველოდები. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, ძილი და დასვენება იყო. მეორე დღეს ყველა შეტყობინებას ვუპასუხე.
თამაშის შემდეგ Instagram-ზე თითქმის ყველგან მე მახსენებდნენ. ვხედავ, რომ ხალხი ბედნიერია და მხარს მიჭერს. ვცდილობ, ამით ვისიამოვნო და ზეწოლაზე არ ვიფიქრო.
თანაგუნდელი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, ბაენა და მისი დარტყმაა. ასევე როდრიმ და კუკურეიამ.
რაბიოსთან არასდროს მისაუბრია, არც მატჩამდე და არც მას შემდეგ. ფინალზე ვფიქრობდი და მნიშვნელობას მხოლოდ ამას ვანიჭებდი.
სოციალური მედია? მეტოქეების ვიდეოებს არ ვუყურებ. მირჩევნია, არაფერს ვუყურო, თავდაჯერებული ვიყო და გავაკეთო ის, რაც მინდა.
Golden Boy-ს ჯილდოს შესახებ არ ვიცოდი. იმედი მაქვს, მოვიგებ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება მირჩევნია.
არ მაინტერესებს, რა ნომერი ვიქნები. შესაძლოა, 17-ნომრიანი მაისური მოვირგო, რომელიც მარკოს ალონსოს ჰქონდა, მაგრამ ეს არ მადარდებს.
მირჩევნია, თამაში ფლანგზე დავიწყო და მატჩის ბოლოს შიგნით შევიწიო, როგორც საფრანგეთთან შეხვედრაში. თუმცა, ვთამაშობ იქ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს.
ადრე ყოველთვის “ლა მასიაში” ვრჩებოდი. ახლა ცოტათი უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება, რათა სახლში წავიდე და გამოვიძინო ხოლმე, თუმცა, დილით ადრე ვვარჯიშობთ.
ფიზიკურობა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ყოველდღე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, რომ ამ ასპექტში გავუმჯობესდე. ჯერ კიდევ ვიზრდები. ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
იმედი მაქვს, გავი კვირას ჩვენთან ერთად იქნება. ის გუნდის ნაწილია.
ნიკო და მე შუადღისას მისი დაბადების დღის აღნიშვნას ვაპირებთ. თუ ფინალს მოვიგებთ, დაბრუნების შემდეგ მას რამეს ვაჩუქებ.
მესისთან ფოტოების გადაღების დროს, ბუნებრივია, არაფერი ვიცოდი. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან შედარება არავის აღიზიანებს, მაგრამ მისი მსგავსი ვერასდროს ვერავინ იქნება. სურათები ჩვენ არ გაგვისაჯაროებია, რადგან ჩემი და ლეოს შედარება არ გვინდოდა.
ვფიქრობ, მწვრთნელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია, ჩავი იყო. ჩემი დებიუტი ჩავის დროს შედგა. ის სათამაშო დროს მაძლევდა და მენდობოდა.
ნიკო “ბარსაში”? ამ საკითხთან არაფერი მაკავშირებს, მაგრამ იმედი მაქვს.




ამის წამკითხველი მე არ ვარ💯💯💯
ჩამთავრდეს ეს ევროპაც რა, დავიტანჯე უკვე, სულ მგონია აი დღეს უნდა მიიღოს ტრამვა აი ხვალთქო.
რომელ რეკლამაზეა საუბარი ვერ ვხვდები, მე ტელეფონით შემოვდივარ და არანაირი რეკლამა არ არის.
ამ რეკლამების გადამკიდე საიტზე შემოსვლა მეზარება უკვე.