“ბარსელონას” წარმომადგენლებს ახალი სეზონისთვის სერიოზული გეგმები აქვთ, თუმცა მანამდე შემადგენლობის გადაწყობა და ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებაა საჭირო.
ჯერაც გაურკვეველია ესპანური გრანდის ფეხბურთელის, რაფინიას მომავალი, რომელმაც შესაძლოა კლუბი სწორედ ამ ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ჟუამარტი ამ საკითხზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ბლაუგრანა” 27 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 70-80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევი ესპანეთში “ლიდს იუნაიტედან” გადმობარგდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ამ სეზონში რაფინიამ “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩი გამართა, 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიიწერა.

ცოტაა. არ ღირს მაგ ფასად გაყიდვა.
100 მილიონს ვიღაცა გვთავაზობდა და ესენი 70-ათ აპირებენ გაყიდვას, მაგარე მარკეტოლოგები არიან. სერესო დაიხმარონ ხოლმე ხანდახან.
გაუცვალონ ნაპოლს კვარაში და დაუმატონ ცოტა.ყველაზე ნაღდი იქნება
ვინმე თავსისუფაკი აგენტები გვჭირდება მარცხნივაც და მარჯვნივაც სკამზე დასაჯდომად
ეს თუ გავუშვით მაშინ მოსაყვანია რომ იამალი დაასვენოს
გაუშვით
ხოდა თუ იხდიან გაატანეთ რა.
100 ixdida arabebio da amat 80 surt? Ra guli gvaq ddd