ინგლისურ მედიაში რობერტო დე ძერბის კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის “ბრაიტონთან” გასაფორმებელ კონტრაქტზე აკეთებს.
ვაპირებ თუ არა, რომ “ბრაიტონთან” ახალი ხელშეკრულება დავდო? – ამ მომენტისთვის, არა. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ხელმძღვანელობას გავესაუბრო, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მივიღებ.
მსურს, ტონი ბლუმმა (კლუბის მფლობელი) მითხრას თუ როგორი პროექტი დაიგეგმება მომავალი სეზონისთვის. მთავარი ისაა, რომ ახალი გეგმები ჩემს ამბიციებს მოერგოს.
– თქვა დე ძერბიმ, რომლის “ბარსელონასთან” კავშირზეც ბოლო პერიოდში დაწერილმა სიახლეებმა მოიკლო, თუმცა, შესაძლოა, რომ მისი ამ კომენტარის საფუძველზე ჟოან ლაპორტა გააქტიურდეს.
ბრაიტონს ვერ ათამაშებს ეს და ბარსაში საერთოდ ჩაისვრის.
შესაძლოა, რომ მისი ამ კომენტარის საფუძველზე ჟოან ლაპორტა გააქტიურდეს.
რატომ? უნდა ეგ კაცი ლაპორტას? და ფლიკი არ მოსწონს? მითუმეტეს ამას კონტრაქტი აქვს ფლიკი კი თავისუფალი აგენტია რაზე ფიქრობს ლაპორტა? თუ აღარც ფიქრობს, საქმეზე ფიქრიც დეკუს ხო არ ჩააბარა ანუ ფიქრის მინისტრიც ხო არ გახდა ბარსასი.
ფლიკი დაიდოს ბიჯო
ფლიკ
სადაც ხარ ეგა შენი დონე 👌
ეს ლივერპულში მიდის