workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუტი: “მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია”

გუტი: “მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია”

 

თურქული “ბეშიქთაშის” ფეხბურთელმა გუტიმ, აღფრთოვანება ვერ დამალა კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის მიმართ.

 

“მესის თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ის დღეისათვის ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელია. ლეოს ჯერ კიდევ აქვს დრო დაამტკიცოს, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, რასაც დარწმუნებული ვარ შეძლებს. არგენტინელის ასაღწერათ სიტყვები არ მყოფნის. რაც შეეხება გუნდ “ბარსელონას”, სწორედ ისინი თამაშობენ, რასაც ქვია ჭეშმარიტ ფეხბურთს და სწორედ კატალონიელებისგან უნდა აიღონ სხვებმა მაგალითი. “ლურჯ–ბროწეულისფერები” თითოეული ტიტულისთვის თავს არ ზოგავენ და მათ ამ ბოლო დროინდელ წარმატებებში, მსაჯობა არაფერ შუაშია. ბევრი ამბობს, რომ არბიტრები ყოველთვის “ბარსას” მხარეს იჭერენ, მაგრამ ეს ასე არ არის.” –განაცხადა ესპანელმა რადიო Ona FM-თან პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 

როგორც მოგეხსენებათ, გუტიმ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის “რეალში” გაატარა და ძალიან დასაფასებელია მისი მხრიდან ასეთი სასიამოვნო კომენტარი “ბარსელონას” შესახებ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში