ლეგენდარული ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” მწვრთნელობის სურვილს გამოთქვამს.
“ბარსას” გაწვრთნა მსურს, მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა.
ჯერ კიდევ ვთამაშობ და სამწვრთნელო ლიცენზია არ მაქვს. სამწვრთნელოს გარდა, სპორტული დირექტორის ლიცენზიასაც ავიღებ და ვნახოთ, რა მოხდება.
– უთხრა ინიესტამ Corriere Dello Sport-ს.
ანდრესი 2018 წელს, “ბარსელონას” დატოვების შემდეგ იაპონურ “ვისელ კობეში” გადავიდა, ამჟამად კი 39 წლის ესპანელი ფეხბურთელი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, “ემირეითს ქლაბში” თამაშობს.




ვერ დაგეთანხმები. ალონსო რა დიდი მოტივატორია? დარბაისელი ტიპია, ჩუმი წყნარი. გუნდთან ერთად გოლებსაც არ აღნიშნავს. ინიც დასტოინია, ყველა რო პატივს სცემს. ინის გამო შეიძლება იომო, გახვიდე მოედანზე და მაქსიმუმი დადო. მაგრად მგონია რო კარგი მწვრთნელი იქნება. ოღონთ დაიწყოს ცოტა ქვემოდან, ჯერ ბარსა ბ, მერე რამე საშუალო დონის გუნდი. ბოლოს ბარსა
ეასპერიმენტების დრო არაა, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება მოაგროვოს და მერე შეიძლება ფიქრი.
მოტივაციის მიცემა ფეხბურთელებზე არა მხოლოდ მქუხარე ხასიათის მქონე ადამიანს შეუძლია არც ზიზუ არის კლოპის და გვარდის და ფერგიუსონის მსგავსი მქუხარე ხასიათის და არც დელ ბოსკე იყო. მასე, მხოლდ ერთი მოტივატორობის იმედზე ვერ იქნება დიდი მწვრთნელი, თუ ფეხბურთელები ს განვითარება არ შეეძლება, თუ ტაქტიკურად ჩამოყალიბებული ხედვა არ ექნა და ბევრ ასეთ ბუკეტზეა დამოკიდებული ერთად. და კიდევ, ერთია ეს ყველაფერი შეიძლება ქონიოს არსენალში მწვრთნელმა, მაგრამ ფეხბურთელამდე ვერ მიიტანოს იდეა მისი. რავი ან ხარ, ან ვერა რა. ათას რამეს უნდა გაუმკლავდეს ტოპ მწვრთნელი და არ შეუშინდეს თავისი იდეის ასასრულებლად.
დღევანდელ ფეხბურთში, ყველა წამყვანი მწვრთნელი არის უმაღლესი მოტივატორი. ყველაზე დიდი ფაქტორი წარმატების არის ყვერებიანი მწვრთნელი, რაც სამწუხაროდ არც ინის აქვს არც ბუსის და არც ხავის…
ბუსკეცზე დიდი მწვრთნელი ვერავინ გახდება თქო ასე მგონიაა😀🙏🏻
ლიცენზიის აღება არაფერს ნიშნავს, თუ კაცს ნიჭი და მონდომება არა აქვს, მაგრამ მწვრთნელობის შემთხვევაში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს თუ პიროვნებას მოტივაციის უნარი არ ექნება და საკმაო სიმკაცრეც.
თორემ პელე და მარადონა რო ფეხბურთელები იყვნენ მოურინიო და კლოპი გინდაც არტეტა და გვარდიოლა ახლოსაც კი ვერ მივიდოდნენ. მაგრამ არცერთს ამის ნიჭი არ აღმოაჩნდა. ინიესტაც მეეჭვება რომ სიმკაცრეს გამოიჩენს გინდაც ახალგაზრდებში არა და უამისოდ არაფერი გამოვა.
მთავარია ჩავის შეცდომა არ გაიმეორო და არ იჩქარო, ჯერ გამოცდილება და მერე დიდ კლუბში დიდი მიზნები✊
ინი შენ მაინც გამოდგე იქნებ, დაიწყე ბარსა ბედან ან ესპანეთის ახალგაზრდულიდან, მერე ჩაიბარწ რომელიმე საშუალო დონის კლუბი ალონსოსავით და მოდი ჩვენთან ❤️