გთავაზობთ, რამდენიმე უმნიშვნელო დეტალს, რომელიც უკავშირდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში “ბარსელონასა” და “ვიქტორია პლზენს” შორის დაპირისპირებას.
► “ბარსელონა” მეთერთმეტე დაპირისპირებას გამართავს ჩეხური წარმოშობის გუნდებთან. აქამდე კატალონიელებმა ექვს ასეთ შეხვედრაში იმარჯვეს, სამჯერ გააგორეს ფრე, ერთხელ კი დამარცხდნენ. ისინი პირველად უპირისპირდებიან “ვიქტორია პზენს”.
► “ბარსას” ამჟამინდელ მწვრთბელს, ხოსეპ გვარდიოლას აღებული აქვს ჩეხური გუნდის – “სპარტა პრაღის” კარი. აღნიშნული შეხვედრა 1999/00 სეზონში “კამპ ნოუზე” გაიმართა და მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 5:0.
► ევროპულ ტურნირებზე “ბარსელონა” მეთერთმეტე მატჩია, რაც დაუმარცხებელია საშინაო შეხვედრებში. ბოლოს “კამპ ნოუზე” ყაზანის “რუბინმა” მოუგო მასპინძლებს (1:2). ეს მოხდა 2009/10 სეზონში.
► მიუხედავად “მილანთან” განცდილი მარცხისა (2:0), “ვიქტორია პლზენი” აღნიშნული ტურნირის საგარეო მატჩებში კარგად ასპარეზობს. საკვალიფიკაციო რაუნდში მათ სძლიეს “პიუნიკს” (0:4), “როსენბორგს” (0:1) და “კოპენჰაგენს” (1:3).
► დავიდ ვილიას დებიუტი ევროპულ ტურნირებში სწორედ ჩეხური გუნდის წინააღმდეგ შედგა. 2004/05 სეზონში, “უეფას” თასზე ის “სიგმა ოლომოუკს” დაუპირისპირდა.
► ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ შეხვედრაში არავის გაუტანია იმდენი გოლი (7) და ჩაუწოდებია იმდენი კუთხური (22), რამდენიც “ბარსელონას”. კარის მიმართულებით დარტყმებში “ბარსელონას” მადრიდელებისა და “ჩელსის” დარი შედეგი აქვს (19).
► დანი ალვესს დისკვალიფიკციას ერთი ყვითელი ბარათი აშორებს.
► “ვიქტორია პლზენს” ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული ამ ეტაპზე – ჯამში ექვსი.
► დღევანდელ შეხვედრას მაკედონიელი ალექსანდარ სტავრევი განსჯის. ხსენებული რეფერისთვის ეს იქნება პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში. სტავრევს “უეფას” ეტაპის 41 შეხვედრა აქვს განსჯილი. ეს იქნება მაკედონელისთვის პირველი შეხვედრა “ბარსელონას” მონაწილეობით.