ბარსამ, შესაძლოა, მაისურების წარმოება თავად დაიწყოს

ბარსამ, შესაძლოა, მაისურების წარმოება თავად დაიწყოს

ბოლო თვეებია “ბარსელონას” ფორმების წარმოება განხილვის საგანია. კლუბი სულ უფრო და უფრო მეტად უკმაყოფილებას გამოთქვამს Nike-თან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბმა, შესაძლოა, მასთან კონტრაქტიც გაწყვიტოს, ვადის გასვლამდე ორი წლით ადრე.

გარდა ამისა, Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა” განიხილავს, Nike-თან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავად დაიწყოს მაისურების წარმოება (და არ დაუკვეთოს იგი რომელიმე  ცნობილ ბრენდს). ეს კლუბს საშუალებას მისცემს, ფორმების გაყიდვით მიღებული ფული სრულად დაიტოვოს, რაც ფინანსური კრიზისს შეამსუბუქებს.

თუ კატალონიელები ამ გზას აირჩევენ, ისინი პარტნიორობას BLM-თან გეგმავენ. იგი უკვე აწარმოებს და ახდენს “ბარსელონას” ბრენდირებული ტანსაცმლისა (არასპორტულის) და სხვა საგნების დისტრიბუციას.

Sport-ის ცნობით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • me da barca
    03 მარ 2024, 23:52

    სამკერვალოს გახსნიან სადმე სარდაფში და გვეშველება

  • PavleG
    03 მარ 2024, 17:33

    არამგონია ეს სიმართლე იყოს

  • Chico
    03 მარ 2024, 15:45

    არ არის ცუდი აზრი. საკუთარი წარმოება ყოველთვის ამართლებს, მაგრამ განა ასე ადვილია ასეთი წარმოების ორგანიზება, რომელიც საჭირო მრავალსახეობას, საჭირო ხარისხის და საჭირო რაოდენობით დაანზადებს? ეს ხომ უზარმაზარი კომერციული სტრუქტურაა უზარმაზარი დანახარჯებით? განა ასე ერთი ხელის მოსმით შეიძლება ამ სტრუქტურის შექმნა? განა ბარსას ამისათვის საჭირო სახსრები გააჩნია? ღმერთმა ხელი მოუმართოს, ნამდვილად არ იქნება ცუდი და ვიმედოვნებ ბორდის პატივცემული წევრები სერიოზულად ანალიზებენ ამ საკითხს… თუ ეს კიდევ ერთი ჰაერში ნასროლი ფრაზაა????

  • nika 54
    03 მარ 2024, 13:17

    ციტატა: Rick Sanchez
    და ექნება ლილოს ბაზრის ხარისხი.


    მეც ეგ უნდა დამეწერა, თუ ცნობილ ბრენდს არ შეუკვეთავენ მაშინ ლილოში ნაყიდებს შეიტანენ ქართველები. რას გაიგებენ ვისი ნაწარმია.

  • cruyff9
    03 მარ 2024, 13:07

    ან ამდენიხანი რას ამდიდრებენ ნაიკს??ძაან დიდი ფულის შოვნა შეილება ეგრე ეჭვი მაქვს

  • PUIOL5
    03 მარ 2024, 12:58

    ისეთი კორუფცია და დომხალია ბარსელონას ბორდში რონარ გამიკვირდება მომავალ სეზონში ბარსას ლოგოს ნაცვლად ლაპორტას სურათი იყოს მაისურზე 🤢🤢🤢🤮🤮 როდის გააჯვამს ეს გასიებული კლუბიდან თავისი ნათესავებიანა

  • tbilisi
    03 მარ 2024, 12:34

    ფულიც მეტი შეუვა კლუბს

    იქნებ ამოძვრნენ ამ კრიზისიდან

  • Rick Sanchez
    03 მარ 2024, 09:42

    და ექნება ლილოს ბაზრის ხარისხი.