“ბარსელონას” უახლოვესი რვა დღის განმავლობაში 7 ვარჯიში და 3 თამაში ელის (“ვიქტორია პლზენი”, “სევილია” და “გრანადა”).
კატალონიელებს ვარჯიშებითა და სამი მატჩით დატვირთული კვირა ექნებათ. გთავაზობთ გუნდის გრაფიკს, რომელშიც შესაძლოა, მცირე ცვლილებები შევიდეს.
სამშაბათი, 18 ოქტომბერი: ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მოსამზადებელი ვარჯიში “კამპ ნოუზე” (17:30). ლეო მესი და ხოსეპ გვარდიოლა პრესკონფერენციას გამართავენ.
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრისთვის მოსამზადებელი ბოლო ვარჯიში (12:00) “კამპ ნოუზე”.
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი: 11:00 საათი, მატჩის შემდგომი აღდგენითი ვარჯიში. გუნდს ყურადღება ლიგის შეხვედრაზე გადააქვს.
პარასკევი, 21 ოქტომბერი: კიდევ ერთი ვარჯიში “სიუტატ ესპორტივაზე” (11:00). ეს იქნება ბოლოს წინა ვარჯიში “სევილიასთან” მატჩამდე.
შაბათი, 22 ოქტომბერი: ვარჯიში (12:30) და თამაში (22:00) “კამპ ნოუზე”. მეტოქე “სევილია” იქნება.
კვირა, 23 ოქტმბერი: მატჩის შემდგომი აღდგენითი ვარჯიში და ანდალუსიაში გასამგზავრებლად მომზადება.
ორშაბათი, 24 ოქტომბერი: ბოლო ვარჯიში ანდალუსიაში გამგზავრებამდე. ხოსეპ გვარდიოლა პრესკონფერენციას გამართავს.
ორშაბათი, 25 ოქტომბერი: გამგზავრება “გრანადასთან” მატჩისთვის (20:00).
პ.ს. შეგახსენებთ, რომ სტატიაში მოცემული ყველა დრო არის ესპანური დროით.