Diario Sport იტყობინება, რომ “ბარსელონამ” სინჯების გავლის შემდეგ სუპერტალანტი იბრაჰიმ დიარა თავის სამშობლოში (მალი) დააბრუნა.
17 წლის ფეხბურთელმა “ყველა მოლოდინი გაამართლა” და თავისი უზარმაზარი პოტენციალით გააოცა მწვრთნელები “ბარსა ატლეტიკსა” და კლუბის სხვა ახალგაზრდულ გუნდებში.
“ბარსელონა” გეგმავს, რომ იბრაჰიმ დიარა კლუბში მომავალ ზაფხულშივე დაიმატოს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ კლუბს მისი გაფორმება მანამ არ შეეძლება, სანამ იგი სრულწლოვანი არ იქნება. დიარა 18 წლის დეკემბერში გახდება. ამდენად, კატალონიელებს ფეხბურთელის გარემოცვასთან ერთად დიარას მოსაყვანად გამოსავლის მოძებნა მოუწევთ.
იბრაჰიმ დიარა ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემი აფრიკელი ფეხბურთელია. ის შემტევი ნახევარმცველია, თუმცა მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია თამაში. 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან მალის ნაკრებს უკაპიტნა და არაჩვეულებრივი თამაშითაც გამოირჩა. “ბარსაში” იგი სინჯებზე “აფრიკა ფუთიდან” იყო გამოგზავნილი.




თუ მოეწონათ რაღას დააბრუნეს?
თუ ასეთი მაგარია რაღას გუშვეს, მერე რეალმა რო წამოიყვანოს. ხო შეიძლება ლა მასიაში დატოვონ ასე რთულადაა საქმე?
და კიდევ, თუ ასეთი ძლიერია, უკან არ დააბრუნებდნენ;
ბოლო ბოლო სარეზერვვო გუნდში დატოვებდნენ, ასაკობრივში
17 წლის არის
აუ არა ეს მაგარი ბიჭია ძაან, უკლასნესია.
M10 S9 D11, რატოა დიდი იშვიათობა?!😀🙏🏻მარტო ჩვემ რამდენი გვყავდა ბოლო წლებშიიი-ეტო'ო,იაია,ობამეიანგი,კესი…საფრანგეთის ნაკრებში ვინც თამაშობს 90% აფრიკელია და მეტი ვინღა გინდა
ტალანტი არა შაშვი ყველა ერთნაირი დოღის ცხენია აფრიკელი და ტოპ ფეხბუთელი იშვიათობაა
ის, რომ მარჯვენა გარემარბად შეუძლია თამაში, მაშინ რას უშვებით იამალს?
და კიდევ, თუ ასეთი ძლიერია, უკან არ დააბრუნებდნენ;
ბოლო ბოლო სარეზერვვო გუნდში დატოვებდნენ, ასაკობრივში
Don_Andresito, yvela matchshi gols itans da germaniastan ertad u17 moigo meti raga qnas
გახდება 18 ის და რეალი იყიდის. კუბოს ქეისი განმეორდება თუ მართლა ნიჭიერია. თუ პროსტა პიარია და არაა ნიჭიერი მაშინ ვიყიდით და ისე წავა ბარსა ბ დან როგორც ემრე დემირი და სხვა ასეთი "ტალანტი". ხო მოხნეს ტვინი დარვიხით ტოპიაო, სადაა აბა? სკამს ხეხავს ბ ში