“რივერ პლეიტის” ტალანტმა, ფრანკო მასტანტუონომ ლეო მესიზე ისაუბრა:
მესის გამო ტატუ მაქვს – სხეულზე 12/18/22 დავიწერე. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მის გამო ყველამ აღვნიშნეთ.
30 ნომერსაც ლეოს გამო ვატარებ. ის ჩემი კუმირია. მესის მუდმივად ვუყურებ და პატივს ვცემ. მისი ნომრის ტარება განსაკუთრებულია.
გუშინ არგენტინელი ტალანტი “რივერ პლეიტის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა – მან სადებიუტო გოლი 16 წლისა და 177 დღის ასაკში გაიტანა. მასტანტუონომ “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლას აჯობა, რომელიც აღნიშნული შედეგის მიღწევისას 16 წლისა და 311 დღის იყო.
მასტანტუონო 15 წლის იყო, როცა პაბლო აიმარმა არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია. “რივერ პლეიტის” ახალგაზრდულ გუნდებში არგენტინელის ბრწყინვალე პერფორმანსი ხავიერ მასკერანოსაც გამორჩენია და 2022 წელს ის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა.
ფრანკო შემტევი ნახევარმცველია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ახლა აქ ყველა არგენტინელზე უნდა დაწეროთ მოიყვანეთო?
ესეთი ახალგაზრდები გვჭირდება, მიზანი რო აქვს და ფულზე რო არ ფიქრობს, აბა მბაპეს რა უნდა ელაპარაკოს კაცი ან ნეიმარს. ერთი დედის ჭკუაზე დადის მეორე მამის ჭკუაზე წავიდა და რაც მოიგო კი ვნახეთ.
ამასაც სიტი წაიყვააანს😏😀
აზრი არ აქვს ბტაზილეელი ან პორტუგალიელი უნდა იყო რომ დეკუმ შეგამჩნიოს და ფული გაფაიხადოს
Momiyvanet mere es bichi🇦🇷