ლამინ იამალმა TikTok-ზე ფოტოები განათავსა, ერთ-ერთ მათგანზე კი ჩანს, რომ ის ნეიმარის ვიდეოებს უყურებს.
შთაგონების წყარო? ლეო მესი საუკეთესოა, მაგრამ ნეიმარის ვიდეოებს ვუყურებ.
– თქვა 16 წლის შემტევმა.

ლამინის არჩევანი ალოგიკური ნამდვილად არაა, რადგან, ბრაზილიელის მსგავსად, ისიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლერი ხდება. ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით, წარმატებული დრიბლინგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ იამალს აქვს.
რად შეეხება ნეიმარს – ბრაზილიელის “ბარსელონური” კარიერა ნამდვილად გასაოცარი იყო და ცუდი არ იქნება, თუ ლამინი მის დონეზე ავა (ოღონდ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ჟუნიორის კარიერის ბოლო წლები).




უყუროს ნეიმარის ვიდეოებს გოლები კი ლეოსი ათვალიეროს, უფრო გამოადგება, თუმცა ნეიმარსაც მშვენიერი გოლები გაქონდა, მაგრამ მისი გოლი ვილარეალთან იყო ზღაპარი, სხვათა შორის ეხლა გადავათვალიერე ვილარეალთან თამაშის გოლს რო ვეძებდი და აღმოვაჩინე რო ასისტენტად ძირითადად მესია. თანაც ისეთი პასებით ამარაგებდა, რომ პირდაპირ პირისპირ გაყავდა მეკარესთან.
https://www.youtube.com/watch?v=QYFr5SKUJQs
ის გოლი ცალკე ვერ ვნახე, ამ ვიდეოზე ბოლოშია თითქმის 6.36 დან იწყება. ულამაზესი გოლია.
იცის ვის უნდა მიბაძოს თამაშის სტილით, ყოჩაღ ლამინ
რა არის იცით? მესი იშვიათად ვინმეს შთაგონების წყარო გახდეს. მიუხედავად მესის პროფესიონალიზმისა, რომელიც მის თავდაუზოგავ შრომაში გამოიხატება(ვინმეს ხო არ გონია მესი მარტო ტალანტითაა ყველა დროის საუკეთესო?), ასევე მესი არის ფეხბურთის გენია. გენია ისეთი რამაა რასაც ვერ მიბაძავ, ვერ გაიმეორებ, უბრალოდ უნდა დატკბე ყურებით. სწორედ ამიტომაც იშვიათად ვინმემ მესი დაასახელოს შთაგონებად ან მისაბაძად, იმიტომ რომ იდეაშიც ვერ იზავდი იმას რასაც მესი შვრება მოედანზე, რაც შეეხება ნეიმარი, რონალდინიო(რომელიც ჩემთვის უნიკალურია ფეხბურთის ისტორიაში) და ა.შ კი ბატონო, შეიძლება გაიმეორო მათი მოძრაობები, მათი მოქმედებები…
მამაშენი იმედია მამამისის ვიდეოებს არ უყურებს ♥️