დავა რელიქვიაზე | მესის პირველი საკონტრაქტო ხელსახოცი აუქციონზე გააქვთ

დავა რელიქვიაზე | მესის პირველი საკონტრაქტო ხელსახოცი აუქციონზე გააქვთ

როგორც Mundo Deportivo წერს, ლიონელ მესის “ბარსელონასთან” 13 წლის ასაკში ხელსახოცზე გაფორმებული პირველი არაოფიციალური კონტრაქტი აუქციონზე გატანასთან საკმაოდ ახლოსაა.

კლუბის აბსოლუტურ ლეგენდასა და თავად “ბარსელონას” შორის სადებიუტო კონტაქტი 2000 წლის 14 დეკემბერს შეგდა, როდესაც მესიმ “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულება ხელსახოცზე გააფორმა, ეს ხელსახოცი კი დღემდე კლუბის რელიქვიად მიიჩნევა.

ესპანური წყაროს ინფორმაციით, ჰორაციო გაჯიოლი, რომელიც მესის ტრანსფერის შუამავალი იყო, თავიდან აპირებდა, რომ ხელსახოცი “ბარსელონას” მუზეუმისთვის გადაეცა, ახლა კი დაგეგმილი აქვს, რომ რელიქვია 17-28 მარტის განმავლობაში 350.000-500.000 ევროდ გაასხვისოს. 

გაჯიოლის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება უმცროსი მინგელა (ხოსე მარია მინგელას ვაჟი, რომელიც მესის ტრანსფერში მონაწილეობდა), რომელიც ამბობს, რომ გაჯიოლის კლუბის რელიქვიის განიავების საშუალებას არ მისცემს.

მოდით, ერთად გავიხსენოთ თუ რა ეწერა ლიონელ მესისა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ პირველ არაოფიციალურ ხელშეკრულებაში.

“ბარსელონაში”, 2000 წლის 14 დეკემბერს, ბატონების, მინგელასა და ჰორაციოს თანდასწრებით, კარლეს რექსაჩი, კლუბის ტექნიკური მდივანი იღებს ვალდებულებას, რომ კლუბმა ლიონელ მესი გაიფორმოს მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონაში” ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეებიც არიან. ყველა ზემოაღნიშნულმა პირმა უკვე მოაწერა ხელი ამავე არაოფიციალური ვალდებულების აღებას ბავშვის შესახებ, რომელსაც ზრდის პრობლემა აქვს, თუმცა ბურთთან ერთად საოცრებებს აკეთებს. “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ მას მკურნალობის ხარჯები გადაუხადოს და ზრდის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

– წერია კლუბის უმნიშვნელოვანეს რელიქვიაზე.

 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    03 თებ 2024, 15:07

    ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ უნდათ დაწვან, არაფერი წმინდა ამათმა არ დატოვეს და მე რატომ ვიშალო ნერვები.

  • nika 54
    02 თებ 2024, 14:59

    იმედია ვინმე მდიდარი გამოჩნდება ბარსას გულშემატკივრებში და აუქციონზე ნაყიდ ხელსახოცს მის კანონიერ მფლობელს ბარსას მუზეუმს აჩუქებს. ნამდვილად ესეც შევა ისტორიაში.
    ისე კი საინტერესოა მესისთვის დაწერილი არა კონტრაქტი არამედ ფაქტიურად ხელწერილი რატომ აქვს ვიღაც უგულოს და არა ლეოს. დარწმუნებული ვარ ეშმაკურად დასტყუა ლეოს, ხო შევასრულეთ სიტყვა და ფარატინა ხელსახოცი რაღათ გინდაო.

  • C.PC5
    02 თებ 2024, 11:28

    ქაღალდი ბარსელონას მუზეუმში დაიდოს! კლუბი ჩაერთოს მაგ ამბავში, ათასები კიარა მილიონები რომ მოითხოვოს იმ კაცმა ეგ რელიკვია ბარსელონას მუზეუმში უნდა იყოს!

  • Clever liar
    02 თებ 2024, 01:08

    ეს არაოფიციალური კონტრაქტი კიარა, ბარსელონას რეინკარნაცია იყო. მკვდრეთიდან აღზევება საიმპერატორო ეპოპეამდე.. სალფეთქი მუზეუმში კიარა ვატიკანში უნდა ინახებოდეს და ამან აუქციონზე ვყიდიო :))))) ესროლეთ ატომი

  • Toka19
    02 თებ 2024, 00:00

    Texavs

  • Barca1980
    01 თებ 2024, 22:49

    სამარცხვინოა როდესაც ასეთი ისტორიული " არტეფაქტი" , გასაყიდად გამოგაქვს და ბარსელონას მუზეუმში არ არის მისი ადგილი . ლაპორტ , მართლა გინდა წლების მერე ვიღაც კერძო კოლექციონერი ამაყობდეს ამ ისტორიით , არ შეგრცხვებათ ?! ეს ხომ ლეოს პირველი ნაბიჯია კლუბში , პირველი შეხება არ საოცარ ისტორიასთან ?! რობერტოს ხელფასი გაუუქმეთ და მიეცით მაგ კაცს კონტრაქტის სანაცვლოდ , მისი ადგილი მუზეუმშია .

  • cruyff9
    01 თებ 2024, 22:05

    კარლეს რექსაჩი❤️❤️❤️❤️ყველაზე მაგარი კაცი კლუბის ისტორიაში!!!ამ გადაწყვეტილების მიღებით

  • azulgerana
    01 თებ 2024, 21:51

    მალადეც კაი კაცია გაყიდოს. რა გაუჭირდა ამ ჩემისას სამაგისო, ჯობია გაყიდოს და ღირსეულმა იყიდოს.

  • Magician
    01 თებ 2024, 21:35

    როგორც ჩანს, ვიღაც პირადი სარგებლის მიღებას ცდილობს და ამ ადამიანის პოზიცია გასაგებია, თუმცა რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუ კლუბს გადაეცემოდა ეს რელიქვია და გარკვეულ თანხას გადაიხდიდა.