ფერმინ ლოპესი, აწ უკვე ოფიციალურად, პირველი გუნდის წევრია. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს, 16-ნომრიან მაისურს მოირგებს.
პირველ გუნდში დაწინაურება ჩემთვის ოცნების ახდენაა. ყველა ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც ამ თავგადასავლის განმავლობაში გვერდით მედგა. მადლობას ვუხდი “ლა მასიას”, ყველა თანაგუნდელსა და განსაკუთრებით მწვრთნელებს.
ყველას ოცნებაა, რომ ეს კლუბი ენდოს. ჩვენ მადლიერნი ვართ. წარმატებებისთვის დაუღალავად ვიშრომებთ. ამ მომენტზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მუშაობას განვაგრძობ.
– განაცხადა 20 წლის ნახევარმცველმა.
ფერმინი აქამდე 32-ნომრიან მაისურს ატარებდა. “ბარსელონას” პირველ გუნდში მის ანგარიშზე 22 მატჩი, 3 გოლი და 1 ასისტია.
ისტორიული ნომერი
ბოლო ფეხბურთელი, ვისაც 16-ნომრიანი მაისური ეცვა, ეზ აბდეა. ეს ნომერი სილვინიომ (2003/09) და სერხიო ბუსკეტსმა (2009/14) ყველაზე დიდხანს ატარეს. 2000/01 წლებში მე-16 ნომერი ჩავი ერნანდესსაც ეკუთვნოდა, სანამ თავის ლეგენდარულ მე-6 ნომერს აიღებდა.
მე-16 ნომერი ასევე მოურგიათ: ოსკარ გარსიას (1995/97), დრაგან ჩირიჩს (1997/99), მარიო ალვარესს (2003/04), დუგლასს (2014/15), სანდრო რამირესს (2015/16), სერჟი სამპერს (2016/17 – 2018/19), ჟერარ დეულოფეუს (2017/18), მუსა ვაგეს (2019/20), მირალემ პიანიჩსა (2022/23) და პედრის, სანამ 8-ნომრიან მაისურზე გაცვლიდა.




სათაურში ერთი ს ზედმეტი ხომ არ არის?!
მე-16 ნომერი ასევე მოურგიათ: ოსკარ გარსიას (1995/97), დრაგან ჩირიჩს (1997/99), მარიო ალვარესს (2003/04), დუგლასს (2014/15), სანდრო რამირესს (2015/16), სერჟი სამპერს (2016/17 – 2018/19), ჟერარ დეულოფეუს (2017/18), მუსა ვაგეს (2019/20), მირალემ პიანიჩსა (2022/23) და პედრის, სანამ 8-ნომრიან მაისურზე გაცვლიდა.
ასევე კრუიფის შვილს ხორდის. 90-იანებში
ესაც გავისავით ძალიან მებრძოლი ბიჭია
დეიონგმა რით დაიმსახურა მსგავსი სახელწოდება შენგან?
იმედია გაამართლებს ისე კი დიდი არაფერია, პედრი გავი და სლეიონგის გარდა ყველა ნახევარმცველი გასაყიდია ვინც გვყავს. ტოპ ხალხია საჭირი, ვარსკვლავები თუარ დავიმატეთ ისევ ასე ჩასვრილები ითამაშებენ
აბა წარმატებები, ფიზიკურადაც უნდა გაიზარდოს და გონებრივადაც
სიმბოლური ნომერია ჩვენთვის და იმედია ფერმინიც გაამართლებს მაგ ნომრის დანიშნულებას❤️🙌
აქვს მონაცემები, გასაყიდი კაცი არ არის ყოველშემთხვევაში
ეს ნომერი მაინც ბუსისთან ასოცირდება; კი საყრდენი არაა ფერმინი, მაგრამ შუახაზელია და ვუსუირვებ წარმატებით ატაროს ეს მაისური
16 ნომერი პედრი ბელინგემზე მაღლა იდგა, სანამ ტრავმები დაეწყებოდა…