“ბარსელონას” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რომელიც ამჟამად “ინტერ მაიამიში” თამაშობს, “ბლაუგრანაზე” ისაუბრა.
მე, ლეო, ალბა და ბუსკეტსი კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაზე ვოცნებობდით. ჩვენ ესპანეთის სუპერ თასის სანახავად აუცილებლად შევიკრიბებით, რადგან ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვიყვარს “ბარსა”, სუპერ თასი კი ყოველთვის სასიამოვნო საყურებელია. უკვე იცით, რომელ გუნდს ვუგულშემატკივრებთ.
36 წლის ფეხბურთელი “ინტერ მაიამის” ზამთარში შეუერთდა. ის ამერიკულ გუნდში ლეო მესისთან, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსთან ერთად ითამაშებს. MLS 21 თებერვალს დაიწყება, დღეს კი ყოფილი “ბარსელონელების” გუნდმა წინასაზეზონო მომზადება დაიწყო.




ეხლახანს წერდა, ფეხები ისე მტკივა ჩემ შვილთანაც კი ვერ ვთამაშობო ფეხბურთს, ეხლა გაუარა თუ მესის იმედზე მივიდა და რონალდუს სტილში უნდა ყაროს გოლები საჯარიმოში ჩასაფრებულმა?
და მაინც რა გოლებს აჭედებდაა
კადრს მიღმა ამათ წინ ესეთივე სკამზე კროოსი, ლუკა, ბენზო და კრისტინა ზიან უეჭველი ასე რო იკრიჭებიან ესენი😄
ფოტო ვნახე მშვენიერ ვიდზეა ეს ოხერი და აქ მძღნერის ბოჭკას გავდა ტიპი. მოედანზე ქოშინით დადიოდა
რაღაც პონტში მეც გამიტყდა მესის დაწერა მაგრამ…. რავი ასეთი ჩაჯჯმის მერე გუნდის აბსოლუტური ლიდერი ვერ აიცილებს თავის წილ პასუხისმგებლობას. თორე ბაზარი არაა სუულ ცოტა 1-1 100% მომენტი გაუფუჭეს ვიცი. პროსტა რავი შესვენებისას გულის რევის ნაცვლად დედა უნდა ეგინებინა ყველასთვის და ისტერიკებში ჩავარდნილი ალბასთვის პირველ რიგში✌️
ჯერ რომასთან 3 ბურთიანი უპირატესობის გაშვება, შემდეგ ლივერპულთან…
სუარესი წესით ცოტა თვითკრიტიკული უნდა იყოს.
ალბას კი… ალბა წინ უნდა გადაეწიათ და უკან ახალი მარცხენა მცველი დაეყენებინათ.
ვალვერდესაც დააკლდა ქარიზმა, მაგრამ ნაძირალა მენეჯმენტმაც არ იმუშავა წესიერად. მხოლოდ ძვირად ფეხბურთელის ყიდვა არაა სატრანსფერო მენეჯმენტი
რივალდო-მესი, მესი რანაირად შეგყავს ძმაო მაგ სიაში😀3 ასისტი უნდა ჰქონოდა მინიმუმ
შენ, ალბას, ბუსკეცს და პრინციპში მესის და კიდევ 5-6 კაცს, რომ ჯერ ენფილდზე და მერე რომში არ ჩაგეჭყაპუნებინათ ბოლომდე. ვინ იცის ვაბშე სხვა ისტორია გექნებოდათ როგორც თქვენ, ასევე რაც მთავარია ამ დიდ გუნდს. მაგრამ ჩემთვის დღემდე ამოუცნობია როგორ მოახერხეთ ამ დიდმა ხალხმა და ჩაიჯჯჯჯჯვით😳
შეიძლება ყველა ძველი ფეხბურთელი აპირებს ერთად ყურებაზ
ისე ბექემმა მაგრად გაუბერა მგონი რაკეტად და ლუკასაც ეჩალიჩება მაიამში გადაყვანაზე
როგორ მინდა ცანცარა (სიყვარულით ვამბობ) ნეიმარიც წაიყვანოს.. როგორ გააფუჭებინა კარიერა ამ ჩერჩეტს გაუმაძღარმა მამამისმა..
შეიძლება ყველა ძველი ფეხბურთელი აპირებს ერთად ყურებაზ
ისე ბექემმა მაგრად გაუბერა მგონი რაკეტად და ლუკასაც ეჩალიჩება მაიამში გადაყვანაზე
ანუ ხვალ სუპერ თასს დაესწრებიან? აუ რამააგარია ეგ თუ მოხდა🥺❤️
ბუსის წეროს ფეხები.