მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები კალათბურთელებს გულშემატკივრობენ

ფეხბურთელები კალათბურთელებს გულშემატკივრობენ

“რეგალ ბარსელონას” მატჩს, რომელიც კლუბის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა, “ბლაუგრანას” ფეხბურთელები დაესწრნენ.

 

დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ კარლეს პუიოლი, ჩავიერ ერნანდესი, ჟერარდ პიკე და სესკ ფაბრეგასი. “ბარსელონას” კაპიტანი და ვიცე-კაპინატი ისხდნენ სპეციალურ ლოჟაში, სადაც მათ ხალხი ვერ ხედავდა. რაც შეეხება პიკესა და ფაბრეგასს, ისინი რიგითი მაყურებლების გვერდით იმყოფებოდნენ.

 

გასული სეზონის ჩათვლით, კალათბურთის მატჩების დროს, პიკეს გვერდს ბოიან კრკიჩი უმშვენებდა, ახლა კი ყოფილი “ბარსელონელი” ყოფილმა “არსენალელმა” ჩაანაცვლა. პიკემ და ფაბრეგასმა მაყურებლებთან უამრავი ფოტო გადაიღეს.

 

თავისუფალ დროს “ბარსას” ფეხბურთელები და მწვრთნელები სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს ესწრებიან. მოგეხსენებათ, გვარდიოლას ოჯახთან ერთად ხშირად ხედავენ თეატრებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში