workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო: კარლეს პუიოლი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია

რონალდ არაუხო: კარლეს პუიოლი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია

“ბარსელონას” ურუგვაელმა მცველმა, რონალდ არაუხომ საკუთარ მიზნებსა და კარლეს პუიოლზე ისაუბრა.

“ბარსას” კაპიტნობა დიდი პატივია. ყოველთვის “ბარსელონას” ქომაგი ვიყავი. ამ კლუბში ყოფნა მაბედნიერებს და წარმოიდგინეთ, რას ვგრძნობ, როცა კაპიტანი ვარ.

ვიცი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ბევრი უნდა ვისწავლო და გარკვეულ ასპექტებში მოვუმატო. ჩემი კარიერის მიმდინარეობით ბედნიერი ვარ.

“ბარსელონაში” 3 ტიტული მოვიგე, მაგრამ მეტი მსურს. ყოველთვის მოგება მინდა, რადგან გამარჯვებულად ვარ დაბადებული. როცა ვაგებ, ხასიათი მეცვლება.

ჩავის მოსვლის შემდეგ კარგად გამოვიყურებით. მისი წყალობით კლუბმა თავისი ფილოსოფია დაიბრუნა და მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელიც შემოგვემატა.

კომპლექსური ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, გუნდში კარგი სიტუაციაა. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, დიდი ტიტულებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. 

ყველა ჩვენგანს მოგება გვსურს. გამოცდილი ფეხბურთელები შემოგვიერთდნენ, მათ შორის, ისეთები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა მოუგიათ. გარდა ამისა, აქ არიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც, რომლებმაც “ბარსასთან” ერთად გასულ სეზონში ლა ლიგა მოიგეს.

ვიმედოვნებთ, დიდებული სეზონი გვექნება.

პუიოლი ჩემთვისა და ყველა მცველისთვის მისაბაძი ადამიანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც “ბარსელონაში” თამაშობს. მსურს, მისნაირი ვიყო. კარლესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგჯერ მესიჯებსაც მიგზავნის, რაც ძალიან მახარებს.

პუიოლმა კლუბის ღირებულებები შესანიშნავად გადმოსცა და მინდა, მეც მის გზას გავყვე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 20 დეკ 2023, 18:54
    #1

    კარგია კაპიტნობა რო გინდა, მაგრამ მესი 10 წელი თამაშობდა და მსოფლიო ვარსკვლავი გახდა და რაღაც არ მახსოვს კაპიტნობაზე ეოცნებოს. დაცვას მიხედე არაუხო დაცვას.