workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლის ინტერვიუ (ნაწილი I)

კარლეს პუიოლის ინტერვიუ (ნაწილი I)

ჩვენმა კაპიტანმა რამდენიმე დღის წინ ჩაწერა საკმაოდ გრძელი ინტერვიუ, სადაც ისაუბრა გუნდში თამაშის ბოლო თვეებზე, თავის ტრავმაზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც ლონდონში გაიმართა. გთავაზობთ ინტერვიუს პირველ ნაწილს:

 

– ის მომენტი, როდესაც აბიდალმა აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი კაპიტნის სამკლავურით, უკვე იქცა “ბარსას” ისტორიის ნაწილად. როგორ და როდის დაგეგმეთ ეს?

– ეს სასიამოვნო ჟესტი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დამსახურებული ჟესტი. კვლავ გავაკეთებდი იგივეს. ამაზე ლიგის ფინალამდე ორი კვირით ადრე დავფიქრდი, მაგრამ მისი გაკეთება “უემბლიმდე” არ გადამიწყვეტია. პირველად სამკლავური ჩავის მივეცი, რათა მას აღემართა თასი, მაგრამ ჩავი მითხრა: “შენ უნდა გააკეთო ეს.” შემდეგ გამახსენდა, თუ რისი გაკეთება მსურდა ორი კვირით ადრე.

 

– რა გააკეთა აბიდალმა?

– მე ვუთხარი მას: “აბი, შენ აიღე სამკლავური”, მან კი მიპასუხა: “დარწმუნებული ხარ”? მე ვუთხარი: “დარწმუნებული ვარ, ის შენია” და გადავეცი მას სამკლავური.

 

– ჩავიზე საუბრისას, გახსოვთ ის დრო, როცა გუნდს მძიმე პერიოდი ედგა?

– დიახ, მე და ჩავი ამ თემაზე ხანდახან ვსაუბრობთ. ეს იყო ხუთი რთული წელი. ახლა კი შესანიშნავი პერიოდით ვტკბებით. ჩვენ ფეხბურთის ორივე მხარე გამოგვიცდია.

 

– მოდით ვისაუბროთ მიმდინარე სეზონზე. როგორ გრძნობთ თავს?

– შესანიშნავად. მე ვუმჯობესდები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თამაშის მეორე დღეს კარგად ვარ.

 

– მასკერანო ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს ახლა და შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. თქვენ ზოგჯერ სათადარიგო სკამზე ჯდომა მოგიწევთ…

– ასეთი რამ ხდება პირველ გუნდში. ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. მასკერანო ფანტასტიკურად თამაშობს. მან დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში და ახლა უმაღლეს დონეზე იმყოფება.

 

– მაგრამ, 3-4-3 ფორმაცია საუკეთესო ცენტრალაური მცველის წყვილს გამოკვეთავს, თქვენ და პიკეს…

– ჩვენ ორივენი ტრავმირებულები ვიყავით და ვიცი, რომ შანსი ყველას მიეცემა. გარდა ამისა, 3-4-3 მუშაობს, ეს კარგი სისტემაა. ამასთან მიმართებაში პრობლემები არ გვაქვს.

 

– ეს გუნდი გასული წლის გუნდზე უკეთესია?

– ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები შევიძინეთ. მიმდინარე სეზონში გუნდს უკეთესი ხარისხი აქვს, რაც უფრო კონკურენტუნარიანებად გვაქცევს, მაგრამ გასულ წელთან მიმდინარე წლის შედარება არ შეიძლება. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ჩვენ მნიშვნელოვანი თასები მოვიგეთ გასულ წელს და ახლა ახალი გამოწვევები გვაქვს.

 

– ფიქრობთ, რომ მადრიდელები უფრო გაძლიერდნენ გასულ წელთან შედარებით?

– მიმდინარე სეზონში მათ უკეთ ესმით ერთმანეთის. ისინი უკვე ერთი წელია ერთად თამაშობენ და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

 

– თქვენ იცნობთ მოურიონიოს. როგორ შეეძლო მას ასე მოქცეოდა ვილანოვას?

– ისეთ თამაშებშიც კი, როცა ხალხი ძალიან ანერვიულებულია, ამდაგვარ ქცევას ახსნა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის აჯობებს, თუ მომხდარს დავივიწყებთ და კონცენტრაციას მოვახდენთ ჩვენს გუნდზე და თამაშზე.

 

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსაჯმა პენალტი დანიშნოს მაშინ, როცა მესიზე საჯარიმოში წესები ირღვევა?

– არ ვიცი, მარამ მესი არის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს სიმულირებს. მსაჯების სამუშაო რთულია და ფეხბურთელები უნდა დაეხმარონ მათ სამუშაოს შესრულებაში.

 

– კიდევ რა შეიძლება ითქვას მესიზე?

– ის ისტორიაში საუკეთესოა. ჩემთვის რთულია გავიხსენო ან წარმოვიდგინო ვინმე, ვინც მასზე უკეთესია. ვიცი, რომ ჩემი მოსაზრება სამართლიანია და არსებობენ ძველი დროის ისეთი ფეხბურთელები, რომელთა თამაში მე არ მინახავს, მაგრამ მესის ვერავინ შეედრება. ის სხვა პლანეტიდანაა.

 

– ამას ამბობთ თქვენ მაშინ, როცა გყოლიათ ისეთი თანაგუნდელები, როგორებიც არიან რონალდინიო, რივალდო, ეტო’ო…

– ლეო ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს… და მისი ხასიათი და გამარჯვებისკენ სწრაფვა მას საუკეთესოს ხდის. ის ყოველთვის ითხოვს ბურთს, ამბიციურია, გამარჯვებულია…

 

– რა არის მასში ყველაზე შთამბეჭდავი?

– მისი თავდმდაბლობა. ის უბრალო ბიჭია, ცოტა მორცხვიც კი, თუმცა ყველაფერის გადალახვა შეუძლია. მას უბრალოდ უყვარს ფეხბურთი. როცა მან იცის თუ ვინ არის და რას წარმოადგენს, მას შეიძლება სხვაგვარი თვისებები ჰქონოდა, მაგრამ არა. ეს აქცევს მას უფრო დიდებულად.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward