workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა 1-0 სევილია | ბარსამ სერხიო რამოსის ავტოგოლით მოიგო

ბარსელონა 1-0 სევილია | ბარსამ სერხიო რამოსის ავტოგოლით მოიგო

“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-8 ტურში “სევილია” 1-0 დაამარცხა. 

პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა, თუმცა “მონჟუიკზე” შეკრებილმა პუბლიკამ სანახაობრივი თამაში იხილა. გუნდებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ “ბარსა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იხსნა, სტუმრები კი – ორიან ნილანდმა. კატალონიელთა მხრიდან განსაკუთრებით რეალური საგოლე შანსები ჟოაუ ფელიშსა და ფერმინ ლოპესს შეექმნათ, მაგრამ პორტუგალიელმა ძალიან ახლო მანძილიდან ხარიხას გაარტყა, ფერმინმა კი ბოლო მომენტში ბურთს ფეხი კარგად ვერ მოარტყა.

მეორე ტაიმში “სევილია” უფრო პასიური იყო, “ბარსელონას” კი ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლი 76-ე წუთამდე ვერ გაიტანა: მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე, ფერან ტორესის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ლამინ იამალი თავით ფერმინ ლოპესს პასს უკეთებდა, რა დროსაც სერხიო რამოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და “ბარსელონასთან” კარიერაში 23-ედ წააგო (ამდენი მას არცერთ გუნდთან წაუგია).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოაუ კანსელუ დასახელდა.

“ბარსამ” ამ 3 ქულით პირველი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ “ჟირონასა” (19 ქულა) და “რეალ მადრიდს” (18 ქულა) მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    schedule 30 სექ 2023, 13:08

    ძალიან კარგია ნაბო…..რის გოლით რო მოვიგეთ. მაგრამ კიდე უკლასნესია ეს ახვარი ბურთი რო ჩამოიღო რაფინიაზე რო მიდიოდა პასი მარცხენა ფეხით მანდ გამოჩნდა რო კიდე უდიდესია

  • Rick Sanchez
    schedule 30 სექ 2023, 11:36

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️

    ციტატა: Griezzy7
    ბოლო სამი თამაშია მინუსებშია გუნდის თამაშის ხარისხი…

    რამოსის გოლით მოგებულმა თამაშმა გაასწორა.

    ფერმინი ზუსტად იმ სტილის ნახევარმცველია რომელიც ჰაერივით გვჭირდება ინიესტას წასვლის შემდეგ.


    Udzerskesi bavshvia,me magalitad pedrize met potencials vxedav mag bichshi.gavi da eg mgonia ro momavalshi dziritadi iqnebian,iq deyong da vinme sayrdeni,tu sayrdeni mxeci movida deyongis adgili agar rcheba,mara sanam eseni dagvindebian deyong kai 30 mikakunebuli iqneba…


    იმ გუნდის დდშვც სადაც დე იონგის ადგილი არაა. რა დაამტკიცა ფერმინმა ისეთი, რომ დე იონგს აგდებს 5 წელიწადში ძირითადიდან?

  • nika 54
    schedule 30 სექ 2023, 10:57

    მართალი თქვა რამოსმა თამაშის წინ: ბარსა ყველგან ფავორიტიაო და რო აღარ გვეღირსა გატანა თვითონ იკისრა ეს მისია. ახლა უკვე აქვს სათქმელი: ხო ვამბობდი ბარსა ფავორიტიაო. relaxed

  • C.PC5
    schedule 30 სექ 2023, 10:32

    ციტატა: marco reus 11
    მეგობარმა მკითხა ვინ არი ამ ბარსელონაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფეხბურთელიო და დეიონგი ვუპასუხე მემგონი მართალი ვიყავი , მოიშალა იმენა გუნდი , ვინ სად და*ე <<ცენზურის დარღვევა>> აობს ვერ გაიგებ , ფერმინს ყოჩაღ გავი იბრძოდა როგორც ყოველთვის , მარა დეიონგთან ერთად დღეს სხვა გნდი ვართ ვიდრე მის გარეშე


    პლიუს არაუხო და პედრი, კანსელუმ თითქოს შეავსო ორივეს დანაკლისი მაგრამ მაინც ძაან გვჭირდება ეგ ორი, გუნდოგანი აშკარად არაა ძირითადის რაც არუნდა ლეგენდა იყოს, ფაქტია ვერაფერს აკეთებს და პედრი როცა დაბრუნდება უნდა მოაჯინოს სკამზე ჩავიმ, ეგ და რომეუ კარგი იქნება სკამიდან. არაუხო კიდე ფორმაში რომ შევა დაცვაც დაიბრუნებს იმ ხასიათს რაც წინა სეზონში ჰქონდათ✊

  • marco reus 11
    schedule 30 სექ 2023, 03:12

    მეგობარმა მკითხა ვინ არი ამ ბარსელონაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფეხბურთელიო და დეიონგი ვუპასუხე მემგონი მართალი ვიყავი , მოიშალა იმენა გუნდი , ვინ სად და*ე <<ცენზურის დარღვევა>> აობს ვერ გაიგებ , ფერმინს ყოჩაღ გავი იბრძოდა როგორც ყოველთვის , მარა დეიონგთან ერთად დღეს სხვა გნდი ვართ ვიდრე მის გარეშე

  • me da barca
    schedule 30 სექ 2023, 02:42

    ეს ნაჯახი მეკარეს, რომ აბრალებს თავის შეცდომას და ხელებს პარჭყავს.

  • azulgerana
    schedule 30 სექ 2023, 02:05

    ამ სურათზე აშკარად მეკარეს აბრალებს smile არაუშავს რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო რამოსი მაინც მებრძოლი იყო და საუკეთესო ეპოქის საუკეთესო მცველია. ამას ხო არ უნდოდა რეებსაც აკეთებდა, მესი აიძულებდა აბა როდემდე ედირკა სამეფოს კარზე მეფეების და დედოფლების თვალწინ smile

  • Barca1980
    schedule 30 სექ 2023, 01:27

    ეს სურათი , ბარსელონას დამწყებმა გულშემატკივარმა ბავშვებმა უნდა დაბეჭდონ და კედელზე გაიკრან smile smile სამწუხაროდ მე დიდი ხანია მაგ ასაკში აღარ ვარ , რომ კედლები ავაჭრელო .

  • Frenkie de Jong 21
    schedule 30 სექ 2023, 01:22

    ხო უნდოდა რამოსს სადებიუტო გოლის გატანა თან ამ თამაშში, ხოდა თქვა და გაიტანა smile სიტყვის კაცცცც sweat_smile sweat_smile

  • cruyff9
    schedule 30 სექ 2023, 01:20

    ფერმინი იყო მატჩის აღმოჩენა!!ასე გააგრძელე ბავშვო❤️

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 30 სექ 2023, 01:16

    ციტატა: Griezzy7
    ბოლო სამი თამაშია მინუსებშია გუნდის თამაშის ხარისხი…

    რამოსის გოლით მოგებულმა თამაშმა გაასწორა.

    ფერმინი ზუსტად იმ სტილის ნახევარმცველია რომელიც ჰაერივით გვჭირდება ინიესტას წასვლის შემდეგ.


    Udzerskesi bavshvia,me magalitad pedrize met potencials vxedav mag bichshi.gavi da eg mgonia ro momavalshi dziritadi iqnebian,iq deyong da vinme sayrdeni,tu sayrdeni mxeci movida deyongis adgili agar rcheba,mara sanam eseni dagvindebian deyong kai 30 mikakunebuli iqneba…

  • Nick447
    schedule 30 სექ 2023, 01:15

    ფეხბურთელებს შეთამაშება აკლიათ აშკარად, იმედია შეთამაშდებიან, ლევანას ვერ უმუღამებენ როგორ მოძრაობს და როგორ მოამარაგონ, მაგ ასპექტში თუ მოუმატებენ გოლები არ მოგვაკლდება, ნუ ფრენკის არ ყოფნა რო ყველაზე დიდი პრობლემაა მგონი მაგაზე ლაპარაკიც არ ღირს,

  • Iniesta_8
    schedule 30 სექ 2023, 01:14

    კანსელუმ იფრინა იმენა უმაგრესი თამაში დადო, ბევრ შემტევზე უკეთესი დრიბლინგი და პასი აქვს. თან მაგის შემცვლელი რობერტო რომაა ვერც დაასვენებ, სულ ძირითადში უნდა გყავდეს.

  • Griezzy7
    schedule 30 სექ 2023, 01:12

    ბოლო სამი თამაშია მინუსებშია გუნდის თამაშის ხარისხი…

    რამოსის გოლით მოგებულმა თამაშმა გაასწორა.

    ფერმინი ზუსტად იმ სტილის ნახევარმცველია რომელიც ჰაერივით გვჭირდება ინიესტას წასვლის შემდეგ.