workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რა შემოსავალს ელის ბარსელონა განახლებული კამპ ნოუსგან?

რა შემოსავალს ელის ბარსელონა განახლებული კამპ ნოუსგან?

გეგმის მიხედვით, “კამპ ნოუს” განახლება 2026 წლის ივნისში დასრულდება და კლუბის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ “ბარსელონა” “კამპ ნოუსგან წლიურად 346 მილიონი ევროს შემოსავალს ელის. “ბარსას” გათვლები ღრმა მარკეტინგულ ანალიზსა და სხვა სპორტულ კლუბებთან შედარებას ემყარება.

“კამპ ნოუს” მიერ მოტანილი შემოსავლის ნაწილი სტადიონის განახლებისთვის აღებული სესხების დაფარვას მოხმარდება. “ბარსამ” სხვადასხვა მსხვილი ინვესტორისგან ჯამში 1.5 მილიარდი ევრო ისესხა, რომლის ძირიც (კლუბი ახლა მხოლოდ პროცენტს იხდის) 2026 წლიდან 2050 წლამდე უნდა დაფაროს. 

“ბარსელონას” გათვლებით, “კამპ ნოუს” შემოსავალი ობიექტების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება:

  • მუზეუმი – €79,778,000
  • ბილეთები – €73,851,000
  • VIP ლოჟები – €76,540,000 
  • კლუბის წევრები – €50,238,000
  • სპონსორები – €47,289.00
  • შეხვედრები და ღონისძიებები – €8,529,000 
  • კვების ობიექტები – €8,164,000
  • პარკინგი – €2,204,000 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 12 სექ 2023, 14:02

    ისე ნელ-ნელა ბერნაბეუს ხო არ ემსგავსება კამპ ნოუ.

  • basa7
    schedule 12 სექ 2023, 01:17

    ამ საიტზე რა ხდება, ზამთრის ძილისთვის ემზადება სასტავი?

  • BarcaFan❤💙
    schedule 12 სექ 2023, 01:10

    ახლა ვნახე და პატო თურმე ისევ თამაშობს😂😂 არ უნდათ რომ ერთი 6 თვით დაიმატონ?😂 ეგდოს სკამზე ეგებ ერთი გაისროლოს

  • Rick Sanchez
    schedule 12 სექ 2023, 00:57

    კარგი ფულია ნამდვილად წლიურად. ღირდა ვალის აღება ბარსას მხრიდან.

  • BarcaFan❤💙
    schedule 12 სექ 2023, 00:13

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: Gigazakaradze

    ციტატა: cruyff9
    პალაუს მშენებლობას რატო არ იწყებენ


    Eg raari


    კალათბურთის ახალი არენა


    მარცხნივ ის ახალი შენობა იქნება ხელბურთის ფრენბურთის ფუტსალის და კალათბრუთის ყველა კლუბი ერთად იქნება ახლოს

  • levanoza
    schedule 11 სექ 2023, 23:18

    გელა, 30 ევრო პარკინგი, თუ არა გააჯვი თბილისში!

  • BarcaFan❤💙
    schedule 11 სექ 2023, 23:16

    ციტატა: C.PC5
    ისე განაწილებაში როგორც ჩანს ყველაზე დიდი წილი მუზეუმზე მოდის, ხოდა ნამდვილად რომ ჰქონდეთ ეგეთი შემოსავალი ეგ მუზეუმი უფრო უნდა გაამდიდრონ ტიტულებით, მაყურებლებზეც დიდი წილი მოდის და მაგას ძველებური ფეხბურთის თამაში რომ ჭირდება იმედია ეგეც იციან blush


    არამგონია რომ იცოდნენ ჩავის კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და მაგიტომ

  • C.PC5
    schedule 11 სექ 2023, 19:43

    ისე განაწილებაში როგორც ჩანს ყველაზე დიდი წილი მუზეუმზე მოდის, ხოდა ნამდვილად რომ ჰქონდეთ ეგეთი შემოსავალი ეგ მუზეუმი უფრო უნდა გაამდიდრონ ტიტულებით, მაყურებლებზეც დიდი წილი მოდის და მაგას ძველებური ფეხბურთის თამაში რომ ჭირდება იმედია ეგეც იციან blush

  • geobcn33
    schedule 11 სექ 2023, 18:14

    cruyff9, ერთად იქნება სტადიონის გვერდით:)

  • cruyff9
    schedule 11 სექ 2023, 18:13

    ციტატა: Gigazakaradze

    ციტატა: cruyff9
    პალაუს მშენებლობას რატო არ იწყებენ


    Eg raari


    კალათბურთის ახალი არენა

  • Gigazakaradze
    schedule 11 სექ 2023, 17:19

    ციტატა: cruyff9
    პალაუს მშენებლობას რატო არ იწყებენ


    Eg raari

  • cruyff9
    schedule 11 სექ 2023, 15:26

    პალაუს მშენებლობას რატო არ იწყებენ