“ბარსელონამ” “ლოს ანჯელესიდან” მამადუ ფალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
“ბარსა” ამერიკულ კლუბს სენეგალელი მცველის ერთწლიან იჯარაზე შეუთანხმდა. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც შეტანილია.
ფალი ბარსელონაში რამდენიმე დღეში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს გააფორმებს და “ბარსა ატლეტიკს” შეუერთდება.
20 წლის სენეგალელი მემარჯვენე ცენტრალური მცველია, რომელიც საჰაერო ორთაბრძოლებით გამოირჩევა. მას თამაში მარჯვენა მცველადაც შეუძლია. მამადუ ბურთს რთულ სიტუაციებში იბრუნებს და მისთვის უცხო არც გოლების გატანაა.
ფალმა ფეხბურთის თამაში ფლორიდაში, მონვერდეს აკადემიაში დაიწყო, 2021 წლის ზაფხულში კი “ლოს ანჯელეს FC-ს” შეუერთდა, რომლის რიგებშიც 35 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი იჯარით “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდში გაატარა და მონაწილეობა პირველი გუნდის 1 შეხვედრაშიც (ლა ლიგის ეგიდით) მიიღო.
ბარსა ბ-თვის კარგი ტრანსფერია
ამდენი ცენტრალური მცველი რა ჯანდაბად გვინდა
Wlis transferi ddd💙❤️
Ŀůčĥø♛♛, 5სათისთვის არ იყო დარეგისტრილებული.მაგრამ თქვეს დავარეგისტრილებთო
20 წლის ფეხბურთელი სარეზერვო გუნდისთვის რა სისულელეა, მაგ ასაკში ძიროთად გუნდს ლიდერობენ წესიერი ფეხბურთელები.
ინიგო მარტინესი დარეგისტრილეს ნეტა ლალიგის საიტზე ვერ შევდივარ
ეს ვაბშე არვიცი ვინაა მაგრამ იყოს მემგონი ყველას იმატებენ 😀