workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჩავი ერიკ გარსიას გადარწმუნებას ცდილობს

ჩავი ერიკ გარსიას გადარწმუნებას ცდილობს

SER-ის ინფორმაციით, ერიკ გარსიას “ჟირონაში” ტრანსფერი აქტუალური ხდება, რაც ჩავი ერნანდესს არ მოსწონს და მის გადარწმუნებას ცდილობს. 

ესპანელი მცველის იჯარით წასვლა შემადგენლობას დაასუსტებს და თუ “ბარსას” მისი ხელფასის ნაწილის გადახდა მოუწევს, არც FFP-ში დაეხმარება.

გარსია “ჟირონაში” გადასვლის წინააღმდეგ არაა, რადგან ფიქრობს, რომ “ბლაუგრანაში” დაცვაში დიდი კონკურენციის გამო სათამაშო დრო არ მიეცემა, წასვლის შემთხვევაში კი შანსს მიიღებს. მაგრამ ჩავი მას არწმუნებს, რომ მნიშვნელოვანი როლი ექნება.

Sport-ის ცნობით, რამდენიმე საათის წინ ერიკი და ჩავი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს წასვლის სურვილზე აცნობა. თუმცა “ბარსელონას” მისი იჯარით გაშვების ვარიანტი არ მოსწონს, რადგან ხელფასის დიდი ნაწილის გადახდა თავად მოუწევს. ამასთან, ორიოლ რომეუს ტრანსფერის გამო “ბარსასა” და “ჟირონას” კარგი ურთიერთობა არ აქვთ.

გარსიას მიმართ ინტერესს “ბეტისიც” იჩენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 30 აგვ 2023, 18:18

    გარსიას მიმართ ინტერესს "ბეტისიც" იჩენს.
    მერე ბეტისს ააქვს მაყუთი თუ მაგასაც 2-3 მილიონად უნდა[u][/u]

  • Rick Sanchez
    schedule 29 აგვ 2023, 20:39

    ამის იჯარა არანაირად არ გვაწყობს, ცუდი არ არის ზამენიდან როცა შემოდის და იყოს რავიცი, თუ ვინმემ ფული არ შესთავაზა ბარსას.

  • lesane C
    schedule 29 აგვ 2023, 19:18

    ციტატა: MESSI 2017
    ხელფასი მას 4ილი9ნი აქვს და არანაირი მოგება არ გვაქვს ამის წასვლით ალონსოს და ლენგლეს მაინც ჯობია მთავარია ფაიეს სათამაშო დრო არ მოაკლონ და თუ უნდათ სულ არ გაუშვან არასდროს
    ალონსომ და ლენგლემ გაასხან რაფინიაც თუ კიყვება ხო უკეთესი


    ფაიეს ვერ(არ) მისცემენ დროს თუ ეს მესამე ზამენა ხალხი დარჩება გუნდში

  • levanoza
    schedule 29 აგვ 2023, 18:36

    ჩავი რომ გადაარწმუნონ და ჰაიდა უთხრან, ეგ ვარიანტი არ განიხილება?

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 29 აგვ 2023, 18:19

    Ijarit arc unda gaushvan,permanentuli transferi sadme inglisshi da nahui. 20 milioni dados vinmem.

  • Rolex
    schedule 29 აგვ 2023, 18:08

    ციტატა: Shamati_
    ჩავი გარსია იძლევა თუ რატო ვერ ელევი? 😂


    არაუხო კრისტენსეკის ტრავმიანობის ფონზე არუნდა გაშვება სავარაუდოთ ისე ეს რა დასატოვია.

  • Shamati_
    schedule 29 აგვ 2023, 18:04

    ჩავი გარსია იძლევა თუ რატო ვერ ელევი? 😂