“ბარსელონას” დელეგაცია, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ხელმძღვანელობით, 3-დღიანი ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მიზანი Barça Experience-ის პროექტის წარდგენაა. პროექტი “ბარსას” 2 აკადემიას, კაფესა და მაღაზიას მოიცავს. ამასთან, “ბარსელონას” ლეგენდებსა და აზიური ფეხბურთის ლეგენდებს შორის მატჩის გაიმართება.
ყირგიზეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც Barça Experience ექნება. “ბლაუგრანა” აღნიშნული პროექტის წამოწყებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს. ზემოხსენებული ობიექტების გარდა, კატალონიური გრანდი აპირებს, პროექტს Mobile Barça Exhibition-იც დაუმატოს.

ისე აზიურ ფეხბურთს რომელი ლეგენდები ყავს, ბარსას რო უნდა შეხვდეს?
აზრი? ეღირება 300 ლარი თვეში და მართლა ნიჭიერი ბავშვები, რომელთა ოჯახებს ფული არ აქვთ დარჩებიან ისე.
სატრანსფერო სეზონის ბოლო სამი დღე იდეალური დროა ყირგიზეთში წასასვლელად🤣 ვაი თქვენს პატრონს.
გთხოვთ საქართველოშიც გვესტუმროთ მსგავსი პროექტით! ერთი აკადემია თბილისში და მე-2 ბათუმში.
მაგარს დაფრინავენ აქეთ იქით , სავარაუდოდ კანსელუს გარდა მეტს აღარავის დაიმატებენ და ლაპორტამ რომ თქვა ორ ფეხბურთელს დავარეგისტრირებთო მართლა კანსელუ და ინიგო იქნებიან , ისე ჩელსიმ განაახლა რაფინიაზე ინტერესი , ფერან ტორესი და რაფინია მოექცა ჩელსის ინტერესის სფეროშიო მაგრამ ხო ვიცი ორივეზე დაბლოკავენ წინადადებას , ლევერკუზენი 20 მილიონს იხდის აბდეშიო და მაგაზეც უარს იტყვიან , არადა მართლა არაა საჭირო ამდენი შემტევი , ფატი აბდე რაფინია ტორესი ლევანა როკე ლამინე , 7 შემტევია და გუნდი 2 შემტევით თამაშობს ძირითადად , ნეტა რამ შეაშინა ხავი ასე რომ არცერთის გაყიდვა არ უნდა არც ამათი , არც გარსიასი , მესმის რომ შემცვლელს ვერ მოუყვანენ მაგრამ შემტევები იმდენი არიან შემცვლელი არც სჭირდებათ , თან ფელიქსზეც თუ მართლა ვაი და გაიწიეს , სკამზე სულ შემტევები დარჩებიან , ვნახოთ აბა ეს 3 დღე რა როგორ იქნება , ჩემი აზრით კანსელუს და ინიგოს დაარეგისტრირებენ და ლენგლეს გაუშვებენ , მორჩება ამით ზაფხული
3 dge darcha fanjris daxurvamde,raga axla daamtxvies shig xoar aqvt amat. Mtel bords aqtiurad emushava es 3 dge da gaesxat mere…
ბარსელონას ერთი აკადემია საქართველოშიც რომ გაიხსნას…