Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ რამე ბოლო მომენტში არ შეიცვლება, აბდე ეზალზული “ბარსელონაში” დარჩება. ჩავი ერნანდესს მაროკოელის დარჩენა სურს, რადგან განსხვავებული სტილის შემტევის დაკარგვა არ უნდა. ამავე აზრზეა დეკუც.
კატალონიური გრანდი ეზ აბდეს €30 მილიონად აფასებს – ამ თანხის სანაცვლოდ, შესაძლოა, კლუბი მის გაყიდვაზე დაფიქრდეს. “ლევერკუზენი” 21 წლის ფეხბურთელში “ბარსას” €15 მილიონს სთავაზობს, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერები” უარზე არიან და გერმანულ კლუბსაც სხვა პრიორიტეტები აქვს. ეზალზულითი “ბეტისიც” ინტერესდება, მაგრამ ანდალუსიელებს მისი მხოლოდ იჯარით აყვანა შეუძლიათ, რაც “ბლაუგრანას” გეგმებში არ შედის.
ეზ აბდეს პრიორიტეტიც “ბარსელონაში” დარჩენაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
დასტოვააააააა
მოიყვანონ უკეთესი და მერე გაყიდონ, და არა 15 მილიონად. ჩვენ ვინ მოგვცემს 15 მილიონად ძირითადის ფეხბურთელს თუ თავისუფალი აგენტი არ არის.
ეს გასაყიდია უეჭველად, ნეიმარის მერე კრაიზე ვერავინ ვიყიდეთ წესიერი
ვერ ვიტან ამას რაა🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️