ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, კარლეს პუიოლმა, ინტერვიუში ისაუბრა ლიონელ მესიზე, ჟოზე მოურინიოსა და საკუთარ მდგომარეობაზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივო”.
“ზოგჯერ არის ისეთი მატჩები, სადაც მღელვარები პიკს აღწევს, თუმცა იმ საქციელის გამართლება, რომელიც ჩაიდინა ჟოზე მოურინიომ, არ შეიძლება”. კაპიტანი იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ესპანეთის სუპერ-თასის განმეორებით შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, მადრიდელთა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, თვალში თითი “ატაკა” პეპ გვარდიოლას თანაშემწეს, ტიტო ვილანოვას.
“შეხედეთ მესის. თუკი ვინმე სიმშვიდეს შეინარჩუნებს მოედანზე და არ აჰყვება საკუთარ ემოციებს, არის ლეო. ის საუკეთესოა იმ ფეხბურთელთა შორის, რომელიც კი ოდესმე მინახავს. რა თქმა უნდა, წარსულში ხშირად მითამაშია ლეგენდებთან ერთად, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ არგენტინელი უცხო პლანეტიდანაა, თუმცა ასეთ შემთხვევაში რთულია იყო ობიექტური”.
“იყო დრო, როდესაც ტრავმამ მართლაც ძალიან შემიშალა ხელი, თუმცა ახლა ყველაფერი წარსულში დარჩა და კარგად ვარ. ბრწყივნალედ ვგრძნობ თავს. მატჩიდან მატჩამდე სასურველ ფორმას ვიბრუნებ”. დაასრულა კარლეს პუიოლმა.



