მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

პირველი გუნდის ოთხმა ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა მიმდინარე კვირაში. ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები ემზადებიან ”ალკორკონთან” შესახვედრად, თუმცა პეპ გვარდიოლამ ვარჯიშზე ფილიალიდან 7 ფეხბურთელს მაინც უხმო.

დღეს სესია სიუტატ ესპორტივას მეორე სავარჯიშო მოედანზე გაიმართა. პეპ გვარდიოლას სანაკრებო მატჩების გამო ვარჯიშის გამართვა კვალავ ფეხბურთელების მინიმალური რაოდენობით მოუწია.

”ბარას ბ”-ს ფეხბურთელები არა

პინტო, ფონტასი, მაქსველი და ინიესტა ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებთან ერთად არ ვარჯიშობდნენ. ”ბარსა ბ” შაბათს ”ალკორკონს” ხვდება, ამიტომაც ისინი 100%-ით გადართული არიან ამ მატჩზე. მიუხედავად ამის გვარდიოლამ გამოიძახა ორიოლ როსელი, გუსტავო და ხორდი მასიპი. მათ დაემატათ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გრიმალდო, სერხი სამპერი, მაკი მაგნაკი და ხორდი კვინტილა.

სამი დღე დასვენება

პეპ გვარდიოლამ გადაწყვტია, რომ ფეხბურთელები 3 დღით დაასვენოს. ვარჯიში სამშაბათს განახლდება, როცა გუნდს სანაკრებო ბატალიებიდან ბევრი ფეხბურთელი დაუბრუდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში