ლა ლიგის 2023/24 წლების გათამაშებაში მოქმედმა ჩემპიონმა, “ბარსელონამ” პირველი გამარჯვება მეორე ტურში იზეიმა.
პირველ ტურში “ხეტაფესთან” უგოლო ფრის შემდეგ “ბარსა” ქულების დაკარგვასთან “კადისთან” გამართულ საშინაო შეხვედრაშიც ახლოს იყო, თუმცა კატალონიელებმა 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს. 82-ე წუთზე პედრიმ ილქაი გიუნდოგანის კარგი პასით გაიტანა, მე-4 დამატებულ წუთზე კი ლევანდოვსკის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ფერან ტორესმა დაარტყა ზუსტად.
მოგების მიუხედავად “ბარსელონას” თამაშში პრობლემები აშკარა იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.




მადლობა ღმერთს რო კადისს დაგრეხილ ფეხებიანი კარში დამრტყმელები ყავდა თორემ 2-3 მომენტი შეიძლებოდა გოლად ექციათ.
ფერანი თითქოს გამოცოცხლდა ამ სეზონში. აღნიშვნით რაშფორდს ბაძავს და იმედია მასავით შემოატრიალებს საკუთარ კარიერას. ისე მატჩი საზიზღრობა იყო. ეს სამი ქულა ჩავის არანაირად არ ამართლებს.
ფერანს კი ვაგინებთ, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა უფრო იმსახურებს სასტარტოში თამაშს ვიდრე ლევანდოვსკი. ლევანდოვსკი უკვე მერამდენი თამაშია ხესავით არი
კი მოვიგეთ მარა ასე თამაში არ შეიძლება ბოლოს დს ბოლოს ბარსელონაა ატლეტიკო კი არა