მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეტო’ო: “გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”

ეტო’ო: “გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”

კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და მახაჩკალას “ანჟის” თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ, რომელიც ერთ დროს კატალონიის “ბარსელონაშიც” ასპარეზობდა, განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დამრიგებელთან, ხოსეპ (პეპ) გვარდიოლასთან. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.

 

კამერუნელის თქმით, ფეხბურთში ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება: “მე ნორმალური ურთიერთობა მაქვს პეპ გვარდიოლასთან. ფეხბურთში ყველა საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს და მანაც ასე გააკეთა. ეს ფეხბურთის ნაწილია, რომელიც მე ძალიან კარგად მესმის. მე გამიმართლა, რომ ზედიზედ მოვიგე “ტრიპლეტი” ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. ძალიან კარგად მახსენდება ეს დროები. რაც შეეხება “ბარსელონას”, მე წარმატებას ვუსურვებ მას და მსურს, რომ გააგრძელოს სპექტაკლების დადგმა მოედანზე, რათა ასიამოვნოს გულშემატკივარი”. დაასრულა სამუელ ეტო’ომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში