ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” შემტევ ფეხბურთელს, ალექსის სანჩესს, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაეკისრა სანქციები, რადგანაც ჩილელმა ვარჯიში გამოტოვა საკუთარი ნება-სურვილით. იგი 6000 ევროს გადაუხდის ფინანსურ შტაბს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივო”.
კატალონიის “ბარსელონას” წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ისაა, რომ გუნდი გვარდიოლას თაოსნობით მეხუთე გრძნობით მუშაობს მთელი სეზონის განმავლობაში, რადგანაც მათ უამრავ გუნდთან უწევთ კონკურენცია. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ამას არ გაითავისებს “რკინის მუშტი” მოხვდება ადმინისტრაციისგან. სწორედ ასე დაემართა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალწვეულს, ალექსის სანჩესს. შეგახსენებთ, რომ ჩილელმა ფეხბურთელმა “ანოეტაზე” მიიღო დაზიანება, რის გამოც მას უქმობა მოუწია. 14 სექტემბერს იგი დაბარებული იყო “სიუდად ესპორტივაზე”, რათა ჩაეტარებინა აღდგენითი სესია კლუბის ფიზიოტერაპევტებთან ერთად.
ჩილელი ფეხბურთელი, ისევე როგორც სხვა ლაზარეთში მყოფნი, ყველა სესიას ესწრებიან, რათა სწრაფად შეძლონ გუნდში დაბრუნება. მაგალითად, ანდრეს ინიესტა ყველა აღდგენით სესიას დაესწრო, რასაც ვერ ვიტყვით ალექსის სანჩესზე. მან გააცდინა 14 სექტემბრის ვარჯიში, რის გამოც “გაბრაზდა” კლუბის ხელმძღვანელობა და ჯარიმა გამოუწერა. ჩილელ ფეხბურთელს მოუწევს 6000 ევროს გადახდა ფინანსური შტაბისთვის. ფეხბურთელმა ახსნა სესიის გაცდენის მიზეზები, თუმცა სანქცია უკვე გამოწერილია…
აქვე აღვნიშნავ, რომ კლუბს ფეხბურთელისადმი ნდობა არ დაუკარგავს, რაზეც მიგვითითებს ის ფაქტი, რომ მათ უპრობლემოდ გაუშვეს იგი საკუთარ ქვეყანაში აღდეგნითი ვარჯიშების ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს კლუბის ხელმძღვანელობის მიერ იყო ნებადართული.



