workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ხავიერ მასკერანომ Marca-სთან ისაუბრა

ხავიერ მასკერანომ Marca-სთან ისაუბრა

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ Marca-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა:

კარიერის განმავლობაში ძალიან კარგი მწვრთნელები მყავდა, რომლებიც საფეხბურთო იდეებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ახლა კი, როცა მწვრთნელი გავხდი, მიზნად დავისახე, რომ მათი იდეების გაერთიანებით საკუთარი ფილოსოფია შევქმნა.

ცხადია, რომ “ბარსელონაში” გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა – დომინირება, ბურთის კონტროლი და ა.შ.

მიყვარს, როცა გუნდი თამაშს აკონტროლებს, ბურთს ფლობს და მეტოქის ნახევარზე დიდ დროს ატარებს.

არგენტინაში ახალგაზრდულ გუნდებში ვმუშაობ. ვცდილობ, ფეხბურთელებს თავისუფლება მივცე, რათა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მყოფმა მოთამაშეებმა სიმშვიდე იგრძნონ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ.

პეპი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც მყოლია. მან ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე უდიდესი გავლენა მოახდინა. შესაძლოა, გვარდიოლას მიბაძვა ვცადოთ, მაგრამ ზუსტად იგივეს გაკეთება შეუძლებელია. 

 ჩავი ძალიან კარგად მუშაობს. ის გუნდში რთულ დროს მოვიდა და ყველაფერი ნულიდან დაიწყო.

ფაქტი, რომ ლა ლიგის მოგება შევძელით, გუნდის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

მესის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის და პეპის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება? ვფიქრობ, ეს რომ არ მომხდარიყო, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ამან დებატები დაასრულა.

მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ორივეს ვაფასებ და მიყვარს. 

მესის “ინტერ მაიამიში” გადასვლა? გადაწყვეტილება ყოველთვის პირადულია. ამის შეფასება ჩემი საქმე არაა, მაგრამ ვხედავ, რომ ლეო ბედნიერია და ყველაფრისგან სიამოვნებას იღებს. 

ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში” 2010-2018 წლებში ასპარეზობდა. ამჟამად ის არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2023, 13:16

    ციტატა: Genius8
    🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს 🔙🔵🔴

    ბრაზილიელი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა ✅

    @gerardromero


    ხო ლაპორტას სდომებია, ჩავი უარობსო. აბა პერესი იყოს არც შეეკითხებოდა მწვრთნელს ისე მოიყვანდა.

  • Genius8
    schedule 07 აგვ 2023, 01:28

    🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს 🔙🔵🔴

    ბრაზილიელი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა ✅

    @gerardromero

  • Rolex
    schedule 07 აგვ 2023, 00:28

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ჩვენს წინააღმდეგ "ლივერპულს" რომ ქომაგობდა, ეგ არ მომეწონა


    არ ვიცი ეგ არ მახსოვს ის ნამდვილად ვიცი რო უყვარს ბარსეონა😄მასკე სულს და გულს დებდა თითოეულ თამაში საყრდენი მცველად გადაიქცეს ჩამოყალიბებულ ასაკში რავიცი მგონი ეთადერთია ვინს ასაკში პოზიცია შეიცვალა და იფრო უკეთესი გახდა😃😄

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 07 აგვ 2023, 00:10

    ციტატა: Rolex
    უდაოთ ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბარსეოონას ისტორიაში.სულით გულით კულეა ეს კაცი.ვნახოთ როგორი მწვრთნელი იქნები ძმაჯან წარმატებები.


    ეჭვი არ მეპარება, რომ "ბარსა" ძალიან უყვარს, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ "ლივერპულს" რომ ქომაგობდა, ეგ არ მომეწონა joy

  • Rolex
    schedule 07 აგვ 2023, 00:08

    უდაოთ ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბარსეოონას ისტორიაში.სულით გულით კულეა ეს კაცი.ვნახოთ როგორი მწვრთნელი იქნები ძმაჯან წარმატებები.