workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა პარაგვაელი ფეხბურთელით ინტერესდება

ბარსელონა პარაგვაელი ფეხბურთელით ინტერესდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” “ბოტაფოგოს” პარაგვაელი ფეხბურთელით ინტერესდება. 

საქმე 20 წლის მატიას ემანუელ სეგოვია ტორალესს (სეგოვინია) ეხება, რომელსაც თამაში შემტევ ნახევარმცველად და გარემარბად (ორივე ფლანგზე)  შეუძლია. თუმცა, მისი ფიზიკური მონაცემები არცისე კარგია – 163 სანტიმეტრი სიმაღლეში და 54 კილოგრამი. 

კატალონიური გრანდი მატიას სეგოვიას სპორტულ/ფიზიკურ ევოლუციას დააკვირდება, შემდეგ კი გადაწყვეტს, ფეხბურთელი შეიძინოს თუ არა.

პარაგვაელით “ლიონი” და “კრისტალ პალასიც” ინტერესდებიან. 

სეგოვინია პარაგვაული “გუარანის” აღზრდილია, ბრაზილიაში კი 2023 წლის აპრილში €1.40 მილიონად გადაბარგდა. ის პარაგვაის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2023, 08:59

    სად პოულობენ ამ მარგალიტებს. სადღაც წავიკითხე ბარსელონას სპორტულ დირექტორს 70-იან წლებში კაბინეტზე ეწერაო: თუ თქვენ ფეხბურთელის შემოთავაზება გინდათ 180 სმ-ზე დაბალი არ უნდა იყოსო.

  • I.S.
    schedule 06 აგვ 2023, 07:46

    ლევან დოვსკის რომ ქუსლი დაედგას ანწლისავით გასრესს…