ანდრე კური: ნეიმარი ბარსადან იმიტომ წავიდა, რომ მესისთან კონკურენცია არ სურდა

ანდრე კური: ნეიმარი ბარსადან იმიტომ წავიდა, რომ მესისთან კონკურენცია არ სურდა

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, ანდრე კურიმ ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლის მიზეზზე ისაუბრა:

ვფიქრობ, ყველაფერი “პარი სენ-ჟერმენთან” მოგებულმა (6-1) მატჩმა გამოიწვია. ნეიმარი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ პრესა მხოლოდ მესიზე საუბრობდა. ნეის ლეო ძალიან უყვარს და მასთან კონკურენცია არ სურდა.

ბრაზილიელს თავისი მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ პსჟ-ში წასვლით შეცდომას უშვებდა და 2 თვეში “ბარსელონაში” დაბრუნება მოუნდებოდა. მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდა.

კურიმ კომენტარი ვიტორ როკეზეც გააკეთა:

ვიტორ როკე იცდის, რომ გაიგოს, “ბარსაში” ამ ზაფხულშივე გადასვლა შესაძლებელი იქნება თუ არა.

მესინიოზე:

ესტევან ვილიანი ფენომენალური მოთამაშეა, ის “ოქროს ბურთს” მოიგებს.

მესინიოს შეთავაზებები აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ვფიქრობ, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის “ბარსელონაში”, “მანჩესტერ სიტიში” ან “რეალ მადრიდში” აღმოჩნდება.  

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    06 აგვ 2023, 09:39

    საინტერესოა დემბელეს ვისთან კონკურენციის ეშინია მაგანაც რო პსჟს- მიაშურა? თუ პსჟ-ს ეშინია ბარსასთან კონკურენციის, მითუმეტეს მბაპეს გაშვების შემდეგ.

  • M10 S9 D11
    06 აგვ 2023, 01:49

    იმიტომაც მოიგო ლიგები და ოქროს ბურთები

  • marco reus 11
    05 აგვ 2023, 23:26

    მოღალატე ნაბო*არი იქნება ჩემთვის სულ 😉 აქ როგორც ეპყრობოდნენ მაგას ეგრე არ უნდა წასულიყო

  • Frenkie de Jong_
    05 აგვ 2023, 22:29

    არადა შეეძლო ისტორია დააეწერა.
    მესი , რონალდუს ეპოქაში ნ3 ყოფილიყო.

  • Zura Gviniashvili
    05 აგვ 2023, 22:07

    მესის წასვლამდე უთხრა და პირობაც მიცა დარჩი და ოქროს ბურთს მოგაგებინებო ყველაფერს გავაკეტებ რომ შენ აიღოვო მაგრამ არა ფუფუნებას დახამდა როგორ 95 პროცენტი ბრაზილიელი ფეხბუთელები იქცევიან. ეხლა რა დარჩა პსჟში სამში …….. :)))
    ტიპი უკვე კარიერის მიწურულს არის და ერთი პირადი ტიტული არ აქვს არც ლიგა არც მსოფლიო თასი .მოკლედ ერთ დროს რომ უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ რამეს თავის უნიათო ხასიათIთ და არასწორი გადაწყვეტილებით დარჩა იტიტულოდ

  • Aroni
    05 აგვ 2023, 19:33

    ხო და რა ქნა მერე? წავიდა უფრო დაბალი დონის ლიგაში სადაც ვერაფერი მოიგო პირადი და თან დახვდა ღლაპი მბპაპე(ანუ პატარა) და აქ თუ წამსვლელი მესის ჩრდილში იყო, რომელიც პენლებსაც უთმობდა და საგოლე პასებს არ აკლებდა იქ დახვდა ამომავალი მშიერი მპბაპე, რომელსაც არაფრის დათმობა ად უნდოდა. ხო და სად წავიდა? ხო ცხადი იყო რო არ უნდა წასულიყო, მაგით კარიერაც გაიფუჭა და სამწუხაროდ ბარსამაც იზარალა. მაგის 222მილიონით ისეთები იყიდეს, ჯობდა ქველმოქმედებაში დაეხარჯათ მადლიერი დარჩებოდა ხალხი…

  • Rick Sanchez
    05 აგვ 2023, 19:05

    კი მაგრამ პსჟ-ში არ უნდა წასულიყო მაინც…