workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამდენი დახარჯა ბარსელონამ უსმან დემბელეში?

რამდენი დახარჯა ბარსელონამ უსმან დემბელეში?

უსმან დემბელე “ბარსელონას” ტოვებს. ფრანგში, რომელშიც კატალონიელებს უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვთ ჩადებული, კლუბი მხოლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს.

დემბელე “ბარსელონაში” 2017 წელს ნეიმარის შემცვლელად მოვიდა. კატალონიელებს პსჟ-სგან 222 მილიონი ახალი მიღებული ჰქონდათ, რაც დემბელეს მაშინდელმა გუნდმა, “დორტმუნდმა” კარგად გამოიყენა და ბართომეუს ბორდს ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერში დიდი თანხა დაახარჯვინა. “ბარსამ” “დორტმუნდს” ფიქსირებული 105 მილიონი ევრო გადაუხადა. ბონუსების ჩათვლით ტრანსფერის ღირებულება 140 მილიონ ევროს აჭარბებდა, თუმცა ბონუსების ყველა პირობა ვერ შესრულდა და საბოლოოდ გერმანელებმა ესპანელებისგან ფრანგის სანაცვლოდ 135 მილიონი ევრო მიიღეს.

ამას ემატება 6 წლის განმავლობაში უსმანისთვის გადახდილი ხელფასი. Sport-ის ცნობით დემბელეში გადახდილი სრული თანხა 230 მილიონ ევროს აღწევს.

ფრანგმა შემტევმა 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 185 თამაში ჩაატარა. ეს ნიშნავს, რომ “ბარსას” დემბელეს თითო თამაში 1.2 მილიონ ევროზე მეტი უჯდებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2023, 10:04
    #7

    ფრანგმა შემტევმა 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 185 თამაში ჩაატარა. ეს ნიშნავს, რომ "ბარსას" დემბელეს თითო თამაში 1.2 მილიონ ევროზე მეტი უჯდებოდა.
    ხოდა მერე გვიკვირს რატოა ბარსა ეკონომიურ კრიზისში და რატო არ გვაქვს ფულიო.

  • Chico
    schedule 06 აგვ 2023, 01:30
    #6

    ამას დაამატე მისი ხელფასი და ბეგარა, მკურნალობის ხარჯები, კონტრაქტის გადაფომების ხარჯები და სხვა. მუვიღებთ ასტრონომიული ციფრს. ეხლა დავთვალოთ რამდენი წუთი ითამაშა დემბელემ, გავყოთ დახარჯული თანხა წუთების რაოდენობაზე და მივიღებთ დემბელეს ბარსაში გატარებული 1 წუთის ღირებულებას…. ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ბრაზი მაღრჩობს რომ წარმოვიდგენ…. იქნებ დათვალოს ვინმემ, ვისაც არ ეზარება….

  • me da barca
    schedule 06 აგვ 2023, 01:04
    #5

    365 მილიონი დაჯდა დემბელე, სარგებელი ნულთან ახლოს, გაყიდვიდან მივიღებთ 25 მილიონს და 12-დან 15 მილიონამდე გამოთავისუფლებულ სახელფასო ჭერს. კარგია ვერაფერს იტყვი.

  • dimitri
    schedule 05 აგვ 2023, 14:59
    #4

    კატალონიის მშვიდობიანობა მოითხოვს, რომ ჟუან ლაპორტა, მოშორებული იყვეს კლუბიდან და კატალონიიდანაც… მარტო იმის ცოლს ეძლევა ნება თან გაჰყვეს… დღეის შემდეგ, არც ვის არა აქვს ნება მას მიაწოდოს ცეცხლი, თუ უცეცხლოდა ნახა, მიაწოდოს წყალი, თუ მწყურვალი ნახა, მიუშვიროს პური, თუ მშიერი ნახა… ყველას სახლის კარი დახშული უნდა იყოს მისთვის, ყველა დამუნჯებული უნდა იქმნეს მისთვის პასუხის მისაცემლად, ყველა დაყრუებული უნდა იყოს მის ხვეწნის გასაგებად… ოცნების გუნდის, კრუიფის ფილოსოფიის გამტეხს და გადამბრუნებელს…

    😉

  • I.S.
    schedule 05 აგვ 2023, 14:17
    #3

    შეეშვით ამ გზააბნეული კაცის შესახებ წერას, რაღას გვიშლით ნერვებს. რა გინდათ, რას გვერჩით, რა დაგიშავეთ?

  • Don_Andresito
    schedule 05 აგვ 2023, 10:35
    #2

    მორჩა ამ არარაობაზე აღარ დაიწეროს არაფერი, წავიდა და დავიკიდოთ, დავივიწყოთ. მაააგარ მწარე ტრავმას რო მიიღებს მაშინ ვახსენოთ ისე არა 😁

  • Rolex
    schedule 05 აგვ 2023, 09:47
    #1

    სირთომეუ შენ ოჯახში ირბინა მუსა სისოკომ თავისი დემბელეთი ეს რა დღეში ჩაგვაგდო ამ უხსენებელმა.ეს განსახილველადსც არ ღირს ისეთი ლეა.ნამუსი თუ აქ კაპიკი არუნდა აიღოს მაგრამ ეს და ნამუსი ღორი უფრო ახლოა ტურნიკთან ვიდრე ეს სინდის ნამუსთან