workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიტორ როკემ ისევ გაიტანა [VIDEO]

ვიტორ როკემ ისევ გაიტანა [VIDEO]

“ბარსელონაში” მისი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ვიტორ როკემ “ატლეტიკო პარანაენსეს” შემადგენლობაში პირველი თამაში ჩაატარა და თავი კვლავ გატანილი გოლით გამოიჩინა.

წუხელ “ატლეტიკო პარანაენსე” “ბაიას” მასპინძლობდა. შეხვედრის 24-ე წუთზე ვიტორ როკემ გაიტანა გოლი, რომელიც თავიდან არ ჩაითვალა, მაგრამ შემდეგ VAR-მა ჩათვალა.

ვიტორ როკემ ბრაზილიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 თამაშში გაიტანა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მას უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, რაც მე-2 შედეგია, ხოლო თუ თერთმეტმეტრიანებს გამოვაკლებთ, როკე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გამოვა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება 18 წლის ბრაზილიელი “ბარსელონას”. იდეალურ ვარიანტში ეს მიმდინარე ზაფხულშივე მოხდება, მაგრამ ამის შანსი მცირეა. მოსალოდნელია, რომ როკეს “ბარსას” მაისურით 2024 წლის იანვარში ვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2023, 20:31
    #7

    ის მსაჯი რომელმაც არ ჩაუთვალა ნამდვილად მისაჟიმი იყო იქვე მოედანზე.

  • JasoN
    schedule 17 ივლ 2023, 23:56
    #6

    აქ ეტყობა ვარის სისტემა ბრმა არის თორე ეს არ იყო ჩასათვლელი გოლი

  • Tyler Durden
    schedule 17 ივლ 2023, 22:17
    #5

    ჩემიაზრით ეს ბარსას ჰაიპიც დიდ როლს თამაშობს, გაოფიციალურების მერე ტიპმა ყველა თამაშში გაიტანა. ფსიქოლოგიურად მაღალ დონეზეა ახლა და კიდე გაიტანს. იმედია ოქროს ასოებით შევა ჩვენს ისტორიაში

  • Frenkie de Jong 21
    schedule 17 ივლ 2023, 16:04
    #4

    კაი მსაჯები ყოლიათ იქ heart_eyes

  • Rick Sanchez
    schedule 17 ივლ 2023, 15:35
    #3

    ბევრ გოლს კი იტანს მაგრამ ყველა მომენტში ჩანს ბრაზილიის ჩემპიონატის სისუსტე. ნახეთ რამდენი სივრცე აქვს, სულ მარტო ტოვებენ, ეგრე არ იქნება ლალიგაში.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 17 ივლ 2023, 13:26
    #2

    Es geubnebit cxoveli davitriet,cxovelii💙❤️

  • Fc Barca Batumi
    schedule 17 ივლ 2023, 11:47
    #1

    ეს ბიჭი მოიყვანეთ! შეკარით კონა აბაზად. ამ კონაში მოათავსეთ: რაფინია-ფერანი-გარსია-ფატი-რობერტო და ლენგლე!